თითქმის ერთი თვეა გასული მას შემდეგ, რაც Mute Records-ზე ლეგენდარული Depeche Mode-ის წევრის, Martin Gore-ის სოლო ნამუშევარი “The Third Chimpanzee” გავრცელდა.

როგორც ჩანს აღნიშნული EP-ის გამოსვლიდან ერთი თვის თავზე რემიქსების ჯერიც დადგა, პირველი მათგანის ავტორად კი Mute, ბრაზილიელ ტექნო დიჯეისა და პროდიუსერს ANNA-ს გვთავაზობს.

Ana Miranda-მ მარტინის ახალი EP-ის ყველაზე წარმატებული თრექის, “Howler”-ის საკმაოდ საინტერესო რემიქსი მოამზადა, რომელსაც თავისმხრივ, ასევე საკმაოდ დადებითი გამოხმაურება და შეფასებები მოჰყვა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *