Tricky-მ სექტემბერში გამოშვებული ალბომის “Fall To Pieces”-ის რემიქსების EP, Trentemøller-ის “დახმარებით” დაანონსა.

4 კომპოზიციისგან შემდგარი კრებული 12 მარტს, False Idols-ზე გამოვა, პირველი მათგანი კი, ცნობილ დანიელ დიჯეისა და პროდიუსერს Anders Trentemøller-ს ეკუთვნის, რომელიც მსმენელს “Like A Stone”-ის, თავისებურ ინტერპრეტაციას სთავაზობს და აცხადებს, რომ “Tricky-ს თხოვნა თრექის გარემიქსების შესახებ მისთვის პატივი იყო, რადგან იგი მისი სამუშაოს დიდი თაყვანისმცემელი გახლავთ, ხოლო აღნიშნული კომპოზიცია ნამდვილად კარგი სიმღერაა, რომლისთვისაც მან მელოდიური და მისტიური ხასიათის შენარჩუნება გადაწყვიტა.”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *