FKA Twigs-თან და Headie One-თან “Don’t Judge Me“-ზე მუშაობის შემდეგ, ბრიტანელმა დიჯეიმ, პროდიუსერმა და მულტი-ინსტრუმენტალისტმა Fred again..-მა ახალი კოლაბორაციული ნაშრომი “Marea (We’ve Lost Dancing)” გამოაქვეყნა.

რთული პანდემიური პერიოდისა და დახურული საცეკვაო სივრცეებისადმი მიძღვნილი, საკმაოდ სენტიმენტალური და ამავდროულად იმედის მომცემი თრექი Fred-მა პარიზელი პროდიუსერის, Boston Bun-ის დახმარებით შეიმუშავა.

ძირითადი ადრესატი და თანაავტორი კი, მისი ახლო მეგობარი და “რეივ შამანი” (როგორც მას თავად უწუდებს) ამერიკელი დიჯეი და პროდიუსერი Marea Stamper-ი, იგივე The Blessed Madonna გახდა, რომელმაც საკუთარი ვოკალი მუსიკალურ კომპოზიციაში, პირველად სწორედ აღნიშნულ თრექში გამოიყენა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *