Röyksopp-ის, GusGus-ის, Faithless-ის, New Order-ის და სხვა ცნობილი მუსიკალური კოლექტივებისთვის შექმნილი წარმატებული რემიქსების შემდეგ Maceo Plex-მა, ელექტრონული მუსიკის ამერიკული ბენდის Chromatics-ის “Shadows”-იც ეიფორიულ საცეკვაო პროდუქტად აქცია.

2015 წლის სიმღერის (რომელიც მსმელმა განსაკუთრებით David Lynch-ის სერიალ Twin Peaks-ში გაჟღების შემდეგ აიტაცა) რემიქსების კომპილაცია Italians Do It Better-ზე რამდენიმე დღის წინ გამოვიდა და Maceo Plex-ის ნამუშევართან ერთად (რომელსაც Daniel Fickle-ის მუსიკალური ვიდეოც ახლავს) კიდევ ორ Dean Hurley-სა და Melawati-ს რემიქსებს მოიცავს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *