NY PopsUp-ის პერფორმანსის სერიები თებერვალში დაიწყო და სექტემბრის პირველ ორშაბათამდე გაგრძელდება. ორგანიზატორების თქმით, ყველა შემსრულებელი წინასწარ არ გაცხადდება, თუმცა პატი სმიტის ბრუკლინის მუზეუმში გამოსვლა დღეს საქართველოს დროით 9:30 საათზე დაანონსდა.

ხელოვანის პერფორმანსი ცნობილ ამერიკელ ფოტოგრაფსა და პატის სულიერ მონათესავეს – რობერტ მაფელთროფს, მისი სიკვდილის დღეს (3/9/1989) ეძღვნება. მუსიკითა და პოეზიით ნაჯერი გამოსვლა NY PopsUp-ის ინსტაგრამ გვერდზე გაისტრიმება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *