პოლ მაკარტნი Twitter-ზე ახალ ალბომს აანონსებს, რომელიც 16 აპრილს გამოიცემა Capitol records-ზე.  “McCartney III Imagined” – მუსიკოსის მეგობრებსა და ახალგაზრდა არტისტებს აერთიანებს, რომლებიც პოლის ბოლო, 2020 წელს გამოშვებული “McCartney III“-ის სიმღერების ინტერპრეტაციას შესთავაზებენ მსმენელს. “McCartney III“-ის მოსმენის შემდეგ მრავალმა აღნიშნა, რომ დრომ უბერებელი “ბიტლის” ხმასაც გაუჩინა ბზარი. სიმბოლურია, რომ სერ პოლი ასპარეზს ახალგაზრდა არტისტებს უთმობს, საკუთარ მუსიკას კი მათ გემოვნებას ანდობს.

Damon Albarn, Beck, Blood Orange, Phoebe Bridgers, Josh Homme, Khraungbin, 3D RDN Massive Attack-დან, Ed O’Brien, Anderson .Paak and St. Vincent იმ არტისტების არასრული სიაა, რომლებსაც პოლის შემოქმედება გააერთიანებს. ციფრული ალბომის სონგლისთი კი ასე გამოიყურება:

1. “Find My Way” (feat. Beck)

2. “The Kiss of Venus” (Dominic Fike)

3. “Pretty Boys” (feat. Khruangbin)

4. “Women And Wives” (St. Vincent Remix)

5. “Deep Down” (Blood Orange Remix)

6. “Seize The Day” (feat. Phoebe Bridgers)

7. “Slidin’” (EOB Remix)

8. “Long Tailed Winter Bird” (Damon Albarn Remix)

9. “Lavatory Lil” (Josh Homme)

10. “When Winter Comes” (Anderson .Paak Remix)

11. “Deep Deep Feeling” (3D RDN Remix)

სანამ ალბომი ჯერ კიდევ გზაშია, შეგიძლიათ მას აწ უკვე გამომზეურებული სიმღერით გაუსინჯოთ გემო. Dominic Fike სიმღერით “The Kiss of the Venus” მაკარტნის აკუსტიკურ ბალადას, R&B, ფუტურისტულ ხასიათს სძენს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *