King Krule-მა Eyedress-ის, ფილიპინელი lo-fi არტისტის, 2019 წლის ტრეკი, Jealous, ახლებური არანჟირებით ჩაწერა.
Jealous-ის პირვანდელი ვერსია Eyedress-ის 2020 წლის ალბომის, “Let’s Skip to the Wedding”-ის ნაწილია.
ტრეკს, რომელიც Eyedress-მა ფილიპინებიდან ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლისას საკუთარ საძინებელში ტეისკოს გიტარით ჩაწერა, ძირითადად, მარტივი რიტმულობა და მელოდიური ოსტინატო სდევს თან.
King Krule ცოტახნის წინ მის ერთ-ერთ სიმღერაზე “Return of the Wicca Mane“-ზე მუშაობდა. Eyedress-მა კი, თავის მხრივ, თავისი წვლილი შეიტანა King Krule-ის “The Cadet Leaps”-ში.