GoFundMe-ის კამპანიით, ახალი საჯარო სივრცის დაარსებისთვის საჭირო თანხის (10.000 ევროს) ნახევარზე მეტი უკვე შეგროვდა.
Refuge Worldwide ბერლინში დაარსებული საზოგადოებრივი რადიო პლატფორმაა. თავდაპირველად მისი დამფუძნებლები მიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს მართავდნენ, 2015 წლიდან კი ისინი უკვე მრავალ მარგინალიზებულ ჯგუფს ეხმარებიან.
რადიო პროექტის ახლანდელი გეგმა ბერლინში სათემო სტუდიის გახსნაა, სადაც პროფესიონალური აღჭურვილობით, ადგილობრივებს საკუთარ პროექტებზე უფასოდ მუშაობის საშუალება ექნებათ.