J Dilla – ადამიანი, რომელმაც შესძლო დაენგრია, ჰიპ-ჰოპის დამკვიდრებული სტერეოტიპები და თავისი უკანასკნელი ნამუშევრით ეჩვენებინა, რომ ეს ჟანრი, იმსახურებს, იყოს დამოუკიდებელი, აუთენტური და მაღალი რანგის მუსიკალური შემოქმედება.
James Dewitt Yancey არის ამერიკელი პროდიუსერი და რეპერი. 90-იანებში მან ჩამოაყალიბა ამერიკული მიწისქვეშა ჰიპ-ჰოპის სცენა დეტროიტში, მიჩიგანში. ერთი მოსმენითა და ბიოგრაფიული ინფორმაციით რთულია, მიხვდეთ, რამდენად გენიალურ მუსიკოსთან და შემოქმედთან გაქვთ საქმე. ალბომით Donut’s – დონატები მინდა ჯეი დისთან შეხების ჩემი პირველი ემოცია გაგიზიაროთ. ალბომის მოსმენისას რთულია, დროის შეგრძნება არ დაკარგოთ და არ გაჰყვეთ მოგზაურობას მუსიკის სხვადასხვა ათწლეულში.
დონატები მოიცავს 31 პატარა და საოცრად საინტერესო კომპოზიციას. მათგან უმრავლესობა დაფუძნებულია სოულის სემპლებზე, რომლებიც აღებულია ფირფიტების ჩანაწერებიდან და თითქმის არცერთი გრძელდება 2 წუთზე დიდხანს. ეს ალბომი არის ნათელი მაგალითი პოსტ-მოდერნიზმისა, რომლის იდეოლოგიაც თავდაპირველად ჰიპ-ჰოპის მამოძრავებელი ძალა იყო.
ჩემი აზრით, სწორედაც, დროა დავიწყოთ ალბომის მოსმენა და თან გააგრძელოთ კითხვა. მერწმუნეთ, პირველივე წამიდან მიხვდებით, თუ რამდენად საოცარ მუსიკას ეხებით.
სამწუხაროდ, დილა 32 წლის ასაკში გარდაიცვალა, ალბომის დიდი ნაწილი მისი საავადმყოფოში ყოფნის დროს შეიქმნა. ალბომი გამოიცა მისი გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ. მან გამოიყენა Boss SP-303 სემპლერი და 45’ record player, ფრაგმენტაციის, მიქსინგისა და მრავალი სემპლის გაერთიანებისთვის. თუმცა, ალბომის მოსმენის დროს რთულია, მისი შექმნის გარემოს ამოცნობა, იმდენად პროფესიონალურად არის შესრულებული.
სემპლინგის მასალები აღებულია აფრო-ამერიკული მუსიკალური კულტურიდან (სოული, ჯაზი, როკი, ბლუზი, დისკო და ა.შ.). მას თითქოს არაფერი გამოუყენებია განსაკუთრებული, ისეთი, რაც მანამდე არ გამოყენებულა სემპლინგში. მაგრამ მისი ნიჭის საიდუმლო მინიმალიზმშია, როგორც სხვა ბევრი გენიალური შედევრის შემთხვევაში, და ეს მინიმალიზმი გაჟღენთილია მისი შინაგანი სამყაროთი.
ამ ალბომში გამოყენებულია 70 სემპლი. ორიგინალი ტრეკების არტისტები არიან წარმოუდგენლად მრავალფეროვანი მუსიკოსები, როგორებიცაა The Isley Brothers, the Temptations, Mantronix, Run D.M.C, to Smokey Robinson, Stevie Wonder and Frank Zappa.
მისი რიტმები არის თბილი და ამასთან არაგამართულობისა და არასტაბილურობის შეგრძნებას ტოვებს. დილა ცდილობს ერთმანეთში შეუმჩნევლად არიოს მეტა-რეპი და ნეო-სოული. უხეში სემპლები სეკვენსირებულია და მიედინება სვინგის შეგრძნებით.
ალბომის გახსნითი ტრეკის მელოდია კულმინაციას აღწევს დაახლოებით 2:00წთ-ზე, საიდანაც მელოდია იღვრება, ხოლო ვოკალური ნაწილი ექოში იკარგება. შემდეგ ტრეკს “Waves” შემოაქვს უფრო მედიტაციური განწყობა. მისი დრამის ჟღერადობა არის ნათელი და საინტერესოდ ირეკლავს სამპლების რესურსების ორიგინალურ ჟღერადობებს.
ტრეკები – “Workinonit” “Waves” and “The New” – წინა პლანზე წევს რიტმების შთამბეჭდავ სიჭარბეს, რომელიც მსმენელს მეგზურობას უწევს და ქმნის ცოცხალი შესრულების შთაბეჭდილებას. ეს ალბომი გადმოსცემს დილას ცხოვრებისეულ, პირად გამოცდილებებს. არტისტმა თითქოს, ამ ალბომში ჩადო თავისი ავტობიოგრაფიული მოგონებები და შეგრძნებები.
ძალიან საინტერესოა იმის ამოხსნა, თუ რა ტიპის ხერხებს იყენებს დილა სემპლინგში. მაგალითად, “Time: Donut of the Heart” დილას დამუშავებული აქვს Jackson 5- ის “All I do is think of you”, მას უფრო უკანა პლანზე აქვს გადატანილი აკომპანიმენტი და ტემპიც შედარებით აჩქარებულია, საკმაოდ მარტივია მასში ორიგინალი სიმღერის ამოცნობა, თუმცა დილას მუსიკალური ხერხებით ეს ტრეკი ორიგინალისგან განსხვავებულ ემოციას ტოვებს.
Glazed არის დამუშავებული Gene Chandler-ის “You just can’t win”-ისგან, ტონალობა შეცვლილია, და ამ შემთხვევაში ინსტრუმენტული ხაზი უფრო წინ არის წამოწეული. L.V. Johnson-ის “I don’t really care”-ს ძალიან საინტერესო ფრაგმენტაცია აქვს გამოყენებული “Airworks”-ში.
“Lightworks”-ს ჩემთვის ყველაზე მისტიური და ნოსტალგიური ტრეკია, დილა იყენებს ცოტა საშიში და მისტიური ქალის სიმღერის მანერას, რომელიც შორიდან მოისმის და შეწყვეტილია, როგორც ლუციდური სიზმარი, მასალები გამოყენებულია Raymond Scott- ის იმავე სახელწოდების ტრეკიდან.
ეს ალბომი არის კომბინაცია უამრავი მუსიკალური სტილის, რომელიც მოიცავს როკს, sweet soul, ძველი ელექტრონული მუსიკას, რომელშიც ის ტკივილი და ტანჯვა აღბეჭდილი, რაც მან ბოლო წლებში გამოიარა. ალბომის მოსმენისას საინტერესო დროში მოგზაურობა მქონდა აფრო-ამერიკული მუსიკის სხვადასხვა ათწლეულში, კადრების სწრაფი ცვლილება, არტისტების მოძახილები, ემოციურ და ნოსტალგიურ განწყობას მიტოვებს. თითქოს, დილამ ამ ალბომით ერთი ამოსუნთქვით გაგვანდო თავისი მუსიკალური ცხოვრების ისტორია.
ძალიან გულდასაწყვეტია, რომ დილას მაგნუს ოპუსი მისი გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ გამოვიდა და მან ვერ შესძლო ენახა, თუ რამდენად მასშტაბური პოპულარულობა მოუტანა მას ამ 31-ტრეკიანმა ინსტრუმენტულმა მოგზაურობამ.