დანიელმა დიჯეი და პროდიუსერმა Kölsch-მა, საკუთარ ლეიბლ IPSO-ზე, ახალი Isopolis EP გამოსცა.
ახალ ნამუშევარში არტისტმა, საკუთარი მუსიკალური პერსონის უფრო ცივი და კინომატოგრაფიული მხარეების კვლევა გადაწყვიტა, რადგან ეს უკანასკნელი მის მიერ Kompakt-ზე და IPSO-ზე აქამდე გამოშვებული სხვა რელიზებისგან საკმაოდ განსხვავებული, დაუნტემპო ჟღერადობის ჩანაწერი გამოდგა.
8 კომპოზიციისგან შემდგარი კრებული ბრაიტონელ ტალანტ, Lunar June-თან და დანიელ მუსიკოს, Mike Sheridan-თან კოლაბორაციებს მოიცავს.
ახალი EP პანდემიური პერიოდის დროს შეიქმნა და წინასწარი ანონსის გარეშე იქნა გამოშვებული.