ამერიკელი გიტარისტი Matt Sweeney და სონგვრაითერი Bonnie “Prince” Billy თავიანთი ახალი სიმღერის ვიდეო-კლიპს აქვეყნებენ. “My Blue Suit” სინგლია მათი რიგით მეორე, ჯერ არგამოსული საერთო ალბომიდან სახელად”Superwolves”.

ვიდეო კლიპზე რეჟისორი ჯოეფ მაკფერიჯი მუშაობდა, რომელიც წერს, რომ ვიდეო ციფრული ეფექტების გარეშე, ნახატებით და ინსტალაციებითაა შექმნილი. გრაფიკული სეკვენციების გადასაღებად ნახატებმიკრული ნაგვის ურნას ფირსაკრავით ატრიალებდა, ხოლო მის სამუშაო აღჭურვილობას, წებო, საღებავები, დანა და წებოვანი ქაღალდები შეადგენდნენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *