ლეგენდარული საქსაფონისტი გარი ბარცი, 2021 წლის 2 აპრილს ახალ ალბომს უშვებს – “JID006”. მუსიკოსი კოლაბორაციაშია კომპოზიტორ ადრიან იუნჯსა და პროდიუსერსა და DJ ალი შაჰიდ მუჰამადთან. ამ ალბომში საქსაფონისტს გამოყენებული აქვს ჯაზ-ფანკის, 70-იანების მოდალური ჯაზისა და ნეო-სოულის ელემენტები.

ალბომი შედგება 7 ტრეკისგან:

1. Spiritual Ideation
2. Visions of Love
3. Black and Brown
4. Blue Jungles
5. Day By Day
6. Distant Mode
7. The Message
8. Soulsea

მუსიკოსი თავისი მუსიკალური კარიერის განმავლობაში თანამშრომლობდა ჯაზის ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან არტ ბლეიკი, მაილზ დეივისი, ჩარლზ მინგუსი. გარი ბარცი ყოველთვის ღიაა ახალი მუსიკალური ექსპერიმენტების ჩასატარებლად სხვადასხვა თაობის მუსიკოსებთან ერთად და ეს ალბომი ამის შესანიშნავი მაგალითია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *