გერმანელმა პროდიუსერმა Roman Flügel-მა ახალი Anima EP გამოაქვეყნა, რომელსაც ალბომის ანონსიც მოჰყვა.
“Eating Darkness”, ასე ერქმევა 9 კომპოზიციისგან შემდგარ ნამუშევარს, რომელიც Gerd Janson-ისა და Thorsten Scheu-ს Running Back-ზე 7 მაისს გამოვა და ჟღერადობით 2020 წელს გამოშვებული EP-ის “Garden Party”-ის ერთგვარ გაგრძელებად შეგვეძლება მივიჩნიოთ.
უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს Running Back-თან თანამშრომლობის კიდევ უფრო გამყარებისა და ძველი პროდუქციის გამოშვების მიზნით არტისტმა მისი საბ-ლეიბლი “Sister Midnight”-იც დაარსა.