აქტუალური მუსიკის ფესტივალი, იგივე Close Encounters, სულ მალე ონლაინ კონცერტს გამართავს. 15 აპრილს მაყურებლის წინაშე ოთხი ელექტრონული მუსიკოსი (ანუშკა ჩხეიძე – Halfie, გიორგი კობერიძე – COBERT, სანდრო ჩინჩალაძე – TeTe Noise, ალექსანდრე კორძაია – Kordz) გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად წარსდგება. აღსანიშნავია, რომ მონაწილე კომპოზიტორები ფესტივალისთვის მომზადებულ საგუნდო ნაწარმოებებს ერთად შეასრულებენ.
ფესტივალი შვეიცარიაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, საბოლოოდ, მას ლაივ სტრიმის ფორმა მიეცა. სასიხარულო ამბავია, რომ ღონისძიება ივნისის თვეში საქართველოშიცაა დაგეგმილი.
სტატიაში გამოყენებულია თაკო რობაქიძის ფოტო.
Thank You <3