ქოლდვეივი სამოცდაათიანი წლების ბოლოს და ოთხმოციანების დასაწყისში, საფრანგეთსა და ბელგიაში დაარსებული,
სინთ-პოპთან მიახლოებული, ელექტრონული ჟღერადობის მუსიკალური ჟანრი გახლავთ, რომელიც პოსტ-პანკის, ნიუ ვეივის, გოთიკური როკის და დარკ ვეივის ერთ-ერთ ქვე-კატეგორიად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
მისი გამოჩენა იმ პერიოდში შექმნილ ახალი თაობის სინთეზატორებსა და დრამ-მანქანებს Oberheim-ს, LinnDrum-ს და Sequential Cirquits-ს უკავშირდება.
ჟანრი ძირითადად გამოირჩეოდა ბნელი, მინიმალისტური ატმოსფერით. ხასიათდებოდა ფრანგულ და ინგლისურ ენოვანი ეგზისტენციალური ტექსტებით, მონოტონური მელოდიებითა და სპეციფიური “ცივი” ჟღერადობით. მისი პოპულარიზაცია, ფართო საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლება და ტელე-რადიო სივრცეში გამოჩენა Bauhaus, Joy Division, The Cure, Siouxsie and the Banshees, The Sisters of Mercy-ს და სხვა ცნობილი მუსიკალური კოლექტივების სახელებთან ასოცირდება, რომლებმაც შემდგომში საკმაოდ ბევრი სხვადასხვა მსგავსი კონცეფციის ჟგუფისა და ბენდის ჩამოყალიბებაზე იქონიეს გავლენა.
1990-იანი წლების ბოლოსთვის, საკუთარი პირვანდელი ფორმებით ჟანრმა თითქმის შეწყვიტა არსებობა, მაგრამ მისი გავლენის ქვეშ, ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე არაერთი მნიშვნელოვანი არტისტი არის მოქცეული, რომლებიც დღემდე საკმაოდ საინტერესო “პროდუქტს” სთავაზობენ მსმენელს: