,,ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი თუ რა დამერქვა ჩემი მუსიკალური პროექტისთვის. თავიდან უბრალოდ ჩემი სახელით, ვანოთი მქონდა ატვირთული მუსიკა სხვადასხვა პლატფორმაზე. ბევრს მოსწონდა ეს სახელი და მირჩევდა, რომ არ შემეცვალა, ფიქრობდნენ, ძალიან catchy და ორიგინალური იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნამდვილი სახელი იყო. ერთი მეგობარი მეხუმრებოდა, “oh, Vano like Madona, no need for last name”. მეც ხუმრობით ვპასუხობდი რომ მათ კეთილდღეობაზე ვფიქრობდი, ენა რომ არ მოეტეხათ ჩემი გვარის წარმოთქმისას. ბევრი ფიქრისა და უამრავი ვარიაციის შემდეგ გადავწყვიტე სახელი Sonic Junkie. ის ძალიან კარგად აღწერს ჩემს დაუოკებელ მოთხოვნილებას to make noise და მუსიკაც ხომ ორგანიზებული ხმაურია.  ასევე ის, რომ მსმენელმა შეძლოს დაინახოს ადამიანი იმ იარლიყებისა და სტიგმების მიღმა რომელსაც საზოგადოება მათ აკრავს.”

ვანო, რომ მოგვიყვეთ ცოტა რამ თქვენ შესახებ

ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ ნიუ იორკში.  ვმუშაობ  გარემოს დაცვის სფეროში. Ასევე ვარ ელექტრონული მუსიკის პროდუსერი და მაქვს პროექტი Sonic Junkie. Ნიუ იორკის ღამის თუ საკონცერტო ცხოვრება ჯერ კიდევ ბოლომდე შეჩერებულია. Ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დაგვაყენა ამ გლობალურმა პანდემიამ, რომელსაც ბოლო არ უჩანს. იმედი მაქვს, რომ გათვლილი და წინდახედული ნაბიჯებით მსოფლიო შეძლებს ამ საშინელი ვირუსის დავამარცხებას.

როდის წახვედით ამერიკაში?

2003 წლის დეკემბერი იყო როცა ამერიკაში გამოვფრინდი. დღესაც მახსოვს ის სიხარული და თავისუფლების შეგრძნება. გარდა იმისა, რომ პოსტ 90იანების ჯერ კიდევ ჩაბნელებულ საქართველოს ვშორდებოდი, ამერიკაში მივდიოდი, ჩემი ოცნების ქვეყანაში. თან ეს იყო ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისი. ვიყავი 17 წლის და Რაც უფრო დრო გადის მით უფრო მეტად მიყვარდება ეს ქალაქი და მით უფრო შინ ვგრძნობ თავს. Მიყვარს აქაური კულტურა, მრავალფეროვნება, ხალხი, არტ სამყარო, არქიტექტურა, შეგნება, მუსიკალური სცენა, დაუვიწყარი ღამის ცხოვრება, საუკეთესო რესტორნები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, და კიდევ უამრავი რამ, რაც ამ ქალაქს დაუვიწყარს ხდის. Თუმცა არის  სირთულეებიც. Მაგალითად, არასოდროს მყოფნის დრო, ყველაფერი მოვასწრო. Ხშირად ვოცნებობ, დღეში 34 საათი იყოს, იქნებ მაშინ მინც მოვასწრო ყველაფრის გაკეთება-მეთქი.  დარწმუნებული ვარ, ამ ქალაქში თუ ცხოვრობ დროის უკმარისობას განიცდი. ნიუ იორკში ცხოვრებამ მასწავლა თუ რამდენად ძვირფასია დრო და რამდენად მნიშვნელოვანი მისი მენეჯმენტი. Როცა შენი დღე ძალიან ადრე იწყება და საღამოს მთავრდება, გრჩება ძალიან ცოტა დრო, რომელიც უნდა გაანაწილო შენს არტისტულ სამუშაოსა და დანარჩენს შორის. იქნება ეს პარტნიორი, ოჯახი, მეგობრები, პასუხისმგებლობები, ექიმთან ვიზიტი თუ სხვა უამრავი ყოველდღიური საქმე.  Მუსიკა, რა თქმა უნდა, ყოველთვის უპირველესია. უიქენდებზე სტუდიაში ვიკეტები. მიყვარს მუსიკას კეთება იზოლაციაში. დაკვრა, დაწერა თუ მოსმენა. Ხშირად ასე ვატარებ ძალიან ბევრ დროს და Ჩემთვის ეს დრო კარგად დახარჯულია.

როგორ განვითარდა თქვენი მუსიკალური გემოვნება?

მუსიკალურ “ბექგრაუნდს” რაც შეეხება, ვფიქრობ ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო “journey” მქონდა, რომელიც ძალიან პატარა ასაკში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ბავშვობიდან ყოველთვის მიზიდავდა მუსიკა, ხმა და ხმაური. Სადღაც 7 თუ 8 წლის ვიყავი როცა მშობლებმა მუსიკალურ სასწავლებელში შემიყვანეს. Პარალელურად გუნდშიც დავიწყე სიარული, სადაც ქართული ხალხურ სიმღერებს ვმღეროდი და ქართულ ინსტრუმენტებზე დაკვრაც ვისწავლე. Რაც დრო გადიოდა ჩემი მუსიკალური ჰორიზონტიც ფართოვდებოდა. სადღაც 10-11 წლის ასაკში ჩემს თავში მოხდა პირველი მუსიკალური რევოლუცია და რეპმა გამიტაცა. Მიუხედავად იმისა, რომ ერთ სიტყვასაც ვერ ვხვდებოდი თუ რა თემაზე რეპავდნენ, ვგრძნობდი მუსიკას და Მაშინ მივხვდი რო ეს არის უნივერსალური ენა, რომელიც ყველას ესმის და რომელსაც უსიტყვოდაც შუძლია გიამბოს ამბავი და გაგრძნობინოს უამრავი ემოცია. იმ პერიოდში ძაან მიყვარდა – Ice Cube, Snoop Dogg, Dr. Dre, 2pac, Warren G, Tribe Called Quest, LL Cool J, Cypress Hill, Eminem… საათობით ვუსმენდით მე და ჩემი ძმა, შაკო, სადღაც ძველ ჯიხურში ნაყიდ პირატულ კასეტებს და იმ მომენტში ჩვენზე ბედნიერი არავინ იყო.

Შემდეგი უკვე rock n roll რევოლუცია იყო. როცა გიტარაზე დაკვრაც ვისწავლე და ბენდის შეკვრაზე ვფიქრობდი. Მამაჩემის კოლექციაში ვიპოვე ბევრი მუსიკა, რომელმაც გამიტაცა. Pink Floyd – The Wall, პირველი კომპაკტ დისკი ჩემს ცხოვრებაში, ეს ის ალბომი იყო, რომლის ლირიკას, აზრს, და სიღრმეს წლების შემდეგ ჩავწვდი, თუმცა ძალიან მიყვარდა როცა ვუსმენდი. დიდი ფანი ვიყავი The Doors,- Queen, Janis Joplin, led Zeppelin, AC/DC და სხვა უამრავი 60-70 წლების ბენდი.

Როდის დაიწყეთ მუსიკის კეთება?

1997-1998 წელი იყო როცა ჩემმა ძმამ, ოთარიმ, პირველი მუსიკალური პროგრამა, Music Maker, ჩამიწერა კომპიუტერზე და ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. იმ დროიდან მოყოლებული მუსიკის კეთება არ შემიწვეტია. ელექტრონული მუსიკასთან ზიარებამ ჩემი მუსიკალური მოთხოვნილებებიც შეცვალა და უფრო ღიად დავიწყე ახალი მუსიკის მოსმენა. თან ეს ისპერიოდია როცა The Prodigy – The Fat of The Land გამოვიდა, ჩემთვის ალბათ ყველაზე “groundbreaking” ალბომი. Მახსოვს ისეთ შოკში ვიყავი ამ ალბომით და ჯგუფით რომ კედელები სულ Keith Flint-ის პლაკატებით მქონდა მორთული. Მაშინ მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ პირველი ბენდი სახელით – dead rose. Ბევრი ვერაფერი შევძელით თუმცა საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს ამ პერიოდთან. Შემდეგ მეგობარმა The Chemical Brothers მაზიარა. Შემდეგ კი წამოვიდა Bjork, Massive Attack, Amon Tobin, Kid Loco, Bards of Canada, telefon tel aviv, Ulrich Shnauss…

როგორი იყო მაშინდელი ქართული მუსიკა

იმ პერიოდის ქართული მუსიკა შეიძლება ითქვას, არარსებული იყო. ძალიან ცოტა გამონაკლისების გარდა. არ არსებულს იმიტო ვამბობ, რომ ძალიან რთული იყო მოგესმინა, ლაივი თუ ჩაწერილი, ორიგინალური და კარგი ქართული მუსიკა. Მუსიკა რომელიც საბჭოთა საქართველოს რომანსების, რუსული ესტრადის და პოპ მუსიკის, ან კიდევ დასავლეთ სამყაროს პოპულარული ჰიტების კოპიო არ იყო. Რადიოშიც, ტელევიზიაშიც, საკონცერტო სივრცეებშიც ყოველთვის ერთი და იმავე ჟღერადობის მუსიკა ტრიალებდა. ერთი გამონაკლისი რაც მახსენდება იყო სერგი გვარჯალაძის გადაცემა კომუნიკატორი, ერთადერთი პლატფორმა სადაც ქართულ ალტერნატიულ მუსიკას ეთერი ეთმობოდა. ყოვეთვის დიდი სიამოვნებით ვუყურებდი მის გადაცემას. რა თქმა უნდა, როცა შუქი გვქონდა…  სხვა წყაროები სადაც მუსიკას ვუსმენდით იმ პერიოდში იყო MTV, VH1, VEVO. Სადაც ქართულ მუსიკას ვერ მოისმენდი. სიმართლე რომ ვთქვა ძალიან მიჭირს ვილაპარაკო იმ პერიოდის ქართულ მუსიკაზე, მითუმეტეს დღევანდელი გადმოსახედიდან, თან 2003 წელს დავტოვე საქართველო და იმ დრომდე დიდი არაფერი ხდებოდა ქართულ მუსიკასში. ბევრი იმ პერიოდში მოღვაწე ქრთველი არტისტის შესახებ გავიგე ინტერნეტ სივრცის საშუალებით წლების შემდეგ. Მახსოვს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო როცა აქაურმა მეგობარმა დიდი ქება-დიდებით ქართველი IDM არტისტის, Nikakoi-ს შესახებ მიამბო.. დღესაც ძალიან მიხარია, როცა აღმოვაჩენ ძველ ან თანამედროვე ქართველ არტისტებს.

Რას უსმენთ დღეს?

დღესაც დიდი სიამოვნებით ვუსმენ მძიმე როკ მუსიკას და მეტალს, ისეთ ბენდებს როგორიცაა – Audioslave, Rage Against The Machine, Korn, System of The Down, Opeth, Nine Inch Nails, Deftones, A Perfect Circle, Tool, Rise Against, Muse(ძველი ნამუშევრები)….

Ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როცა პირველად Jon Hopkins-ის ალბომი Insides მოვისმინე. Ნიუ უორკში გვიან ღამით 1 დან 5 საათამდე უკრავდა რადიო შოუში Echoes, რომელშიც chill, ambient, world, electronica, new age და სხვა მრავალ ძალიან საინტერესო მუსიკა გადიოდა. ახლაც მახსოვს განცდები, როცა jon hopkinsის სეტი და ინტერვიუ დაიწყო. აღფრთოვანებული ვიყავი, უზომოდ მომეწონა მისი შემოქმედება. ეს იყო სინთეზი იმ ყველფერის რასაც მუსიკაში ვეძებდი.

Ამ პერიოდიდან მოყოლებული ვუსმენ თითქმის ყველაფერს რაც ჩემთვის კარგ მუსიკად ითვლება.

ვუსმენ ექსერიმენტალური მუსიკას, Iglooghost, Vaetxh, trifonic, Murcof, Rob Clouth, Woulg, Flint Kids, Calqa, Igorrr, Ion Driver, Ruby my Dear, Richard Devine, Roel Funcken, Seskamol, Valance Drakes, Emptyset, The Ghost of 3.13, Oddlogic.

Ასევე დიდი სიამოვნებით ვუსმენ მელოდიურ და ინტელექტუალურ მუსიკასაც – floex, ben lukas boysen, Vessels, Robot Koch, Rival Consoles, Ocoeur, Ochre, Niel Cowely, Jon hopkins, Christopher Tignor, Drjum, Floating Points, Francis Harris, Niklas Paschburg

Სამწუხაროდ შეუძლებელია ყველა ჩემთვის მნიშვნელოვანი არტისტი ჩამოვთვალო. ნიჭიერი და ორიგინალური არტისტების ძალიან დიდი დიაპაზონია. მარტივად რომ ვთქვათ ვუსმენ ყველაფერს რაც არი კარგი – I’m a Sonic Junkie

Როდიდან გაგიტაცათ რეივ კულტურამ?

 2007-2008 წლიდან დავიწყე რეივებზე სიარული და გავეცანი იმ პერიოდის ნეუ იორკის ანდერგროუნდ სამყაროს. ძალიან ბევრი კარგი ლოკალ არტისტი და პრომოუტერები გავიცანი ამ პერიოდში. დავიწყე  შოუებზე სიარული. ვნახე ლაივები – perfect stranger, atmos, Hypogeo, nelix, vibrasphear, Aes Dana, Solar Fields, Headroom, huxflux, bluetech, androcell, aligning minds, kilowatts….და დავიწყე მუსიკის სხვა დონეზე მოსმენა. დავიწყე Drum and Bass მოსმენა – klute, seba, blu mar ten, breakage, robert manos, kimyan law, alix perez, hybris, fredric robinson, xanadu, Bop, Oak, Cirrus..

კიდევ დიდი და სასიამოვნო გამოცდილება იყო ფესტივალის სამყაროსთან ზიარება. არ გავიდოდა წელი, რომ ერთ კარგ ფესტივალზე მაინც არ წავსულიყავი. ერთი სული მაქვს ეს პანდემია როდის მორჩება რო ისევ ტყეში შევძლოთ გასვლა და დაუვიწყარი მოგონებების შეგროვება. ფესტივალებზე side Stage ყოველთვის უფრო მიზიდავდა და აღმოვაჩინე უამრავი ახალი არტისტი თუ ჟანრი – Tipper, Mindex, Circuit Bent, Sixis, Push/Pull, skytree, Mr. Bill, Eurythmy, Beatroots, Sorrow, Dillard, Deft, Pathwey

საიდან მოდის ინსპირაცია?

Ამ კითხვაზე ყოველთვის მიჭირს პასუხის გაცემა. Შეიძლება იმიტომ, რომ ყოველთვის სხვადასხვა წყაროდან მოდის ინსპირაცია. Ხან შეიძლება იყოს აბსტრაქტი, როგორიც არის განათება და ჩრდილი თუ როგორ ეცემა კედელზე და როგორ ატმოსფეროს ქმნის ოთახში. Ხან კიდევ კონცეპტების, იდეების შესახებ გავიგებ, და მერე იმ აღტაცებას და ემოციას ტრეკში გამოვხატავ. Ხშირად როცა კარგ საღამოს ან weekend-ს გავატარებ, ის გრძნობები, და იმ ლამაზი მომენტიდან დანახული ყოველდღიური ცხოვრება ხდება მოძრავი ძალა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მუსიკით გამოვხატო.

კიდევ დიდი მამოძრავებელი ძალა ჩემი შემოქმედების არის ჟინი და მოთხოვნილება დავარღვიო წესები და სტანდარტები. თან ეს ისე მოვახერხო, რომ ნატურალურობა იგრძნობოდეს. Ჩემთვის ყველაზე შემზღუდავი ელემენტი მუსიკის წერისას არის დრო, ან ტრადიციული მიდგომით რომ ვთქვათ ტემპი და ტაქტის ზომა. იმიტომ რომ უმეტესობა მუსიკისა, რომელიც ჩემში ღრმა ემოციურ თუ ინტელექტუალურ აღფრთოვანებას იწვევს არ არი დაწერილი grid-ში, ჩაკეტილი რიტმითა თუ ტემპით. Ძალიან დიდ ინსპირაციას ვღებულობ, როდესაც ამ ელემენტების და მათთან დაკავშირებული ლიმიტების დარღვევის ახალ და ორიგინალურ გზებს ვპოულობ.

როგორია სხვა ქვეყნიდან გაგონილი ქართული მუსიკა?

Ამ თემაზე ზალიან ბევრის თქმა შემიძლია, მაგრამ მგონი კრიტიკის გარეშე ვერ მოვახერხებ. მიუხედავად იმისა რომ Საქართველოში ბევრი ძლიერი ელექტრონული მუსიკოსი მოღვაწეობს. Ძირითადად ელექტრონულ მუსიკაზე ვსაუბრობ რადგან ლაივ მუსიკაზე ბევრი ინფორმაცია არ მაქვს.

Პირველი სიტყვა რაც აზრად მომდის როცა მთლიანობაში დღევანდელ ქართულ ელექტრონულ მუსიკაზე ვფიქრობ არი ერთფეროვანება. უკვე დიდი ხანი გავიდა, რაც საქართველო მსოფლიო ელექტრონული მუსიკის რადარზე გამოჩნდა და ქართველ მსმენელს თუ მუსიკოსებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მრავალფეროვან მუსიკაზე ხელი მიეწოდებათ. თან ძირითადად პირატობის საშუალებით. Მაგრამ, კარგი ქართული Drum and Bass პროექტი მე ჯერ კიდევ არ მინახავს. Drum and Bass იმიტო ვასახელებ რომ უზარმაზარი ჟანრია, მაგრამ საქართველოში რეპრეზენტაცია თითქმის არ არსებულია. Ასევე ცოტაა glitch music, Breakcore, bass music, Dubstep, future garage, და კიდევ გრძელი ლისტი სხვა ჟანრების  Techno, House, IDM, Ambient, Noise Music, hip-hop-ის გარეთ ძალიან ბევრი ჟანრებია რასაც საქართველოს ელექტრონული მუსიკის სცენაზე რეპრეზენტაცია არ აქვსს.

Მეორე რაც ყველაზე მეტად ჩანს აქედან, თან ისე რომ ვერ გაექცევი, არის ის რომ ელექტრონული მუსიკის სამყარომ თითქოს ერთხმოვნად დროში უკან იმოგზაურა და სადღაც 80-90იან წლების შუალედში დარჩენა გადაწყვიტა. ამდენი 808, 909, 303 მგონი იმ პერიოდში არ მოუსმენია მსოფლიოს, რაც შეიძლება სიმართლესთან ძალიან ახლოს იყოს. რადგან 808 თავის დროს Roland-ისთივს წარმატებული პროექტი იყო. არ ვიცი რატომ არის მიდრეკილება რო ძველ, ან ძველი ჟღერადობის მუსიკას უსმინოს ქვეყნის ახალგაზრდობამ. ეს ნოსტალგიური გრძნობა საიდან მოდის არ ვიცი. იმას არ ვამბობ, რომ არ უნდა იცოდე მუსიკის ისტორია, უბრალოდ მუდმივად ძველში ქექვით ახალის შექმნა რთულია. Ბევრი არგუმენტი მომისმენია ისეთი, თითქოს ქართველ მსმენელი არ ინტერესდება გასხვავებული ჟანრის მუსიკით, მაგრამ სადაც არ უნდა წახვიდე ყველა დიჯეი four on the floor – Tech-house ან რაღაც “საცეკვავოს” უკრავს. თუ მუსიკოსებმა, დიჯეებმა, და პროდუსერებმა არ მიაწოდეს ხალხს ახალი მუსიკა, მსმენელის მოთხოვნილებებიც არ შეიცვლება. Ძალიან კარგი მაგალითია ამის Techno მუსიკა და მოძრაობა. ერთი პერიოდი იყო თითქმის არ არსებული საქართველოში და როცა კლუბებმა აიტაცეს, ხალხიც ჩაერთო ამ მოძრაობაში. Შეიძლება ეს ცვლილებები გარკვეულწილად ხდება კიდეც საქართველოში, მაგრამ აქედან ეს ასე არ ჩანს და მე როცა ვიზიტით ჩამოვდივარ მაშინაც ვერ ვნახულობ. ამ ყველაფერს თავისი უკუ ეფექტი აქვს, როცა მომავალ თაობებზე მიდის ლაპარაკი. იმ თაობაზე რომელსაც 2021 წელს ვასმენინებთ მუსიკას, რომელიც ან 90-იან წლებში იქმნებოდა ან კიდევ 2020 წელს შეიქმნა და არაფრით არ განსხვავდება მისგან. Მერე ბევრი იტყვის რომ ქართველ მუსიკოსებს არ ესმით ან ვერ აკეთებენ მუსიკას რომელიც ხარისხიანია, მიზეზები ჩემთვის ძალიან ნათელია.

და ბოლო და ალბათ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არი ის რომ ქართულ ელექტრონულ მუსიკას / მუსიკოსებს აკლიათ გამოცდილება და ეს რაში გამოიხატება. Ძალიან ბევრი მუსიკა იქმნება და რილისდება რომელიც რეალურად ნაყიდი Midi Pack-ით შეიძლება აიწყოს, არაფერს ინოვაციურს არ გაწვდის, აკლია დამუშავება, დეტალები, texture, სიღრმე, და ასე შენდეგ. ეს უფრო ალბათ ტექნიკურ მხარეში გამოიხატება, რაც პირდაპირ კავშირშია გამოცდილებასთან.

Როგორია შენი მუსიკა და რა გეგმები გაქვთ?

Მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხანია მუსიკას ვაკეთებ, მუსიკის რელისი სადღაც ორი წლის წინ დავიწყე, სხვადასხვა მიზეზის გამო ვარიდებდი თავს ამის გაკეთებას. ვფიქრობდი რომ მუსიკის გამოშვება ჩემ კრეატიულ პროცესს, ჩემ მუსიკალურ სამყაროს და მისდამი დამოკიდებულებას შეცვლიდა. Მაგრამ როცა დავიწყე გამოშვება მივხვდი, რომ მცდარი შეხედულებები მქონდა. აღმოჩნდა რო ძალიან სასიამოვნო და rewarding პროცესია.

Ჩემს მუსიკას რაც შეეხება, ვქმნი უფრო ექსპერიმენტალურ მუსიკას, რომლიც შეიძლება ჟღერადობით ჩაჯდეს glitch, idm, braindance, bass მუსიკის ფარგლებში, მაგრამ არასდროს არ ვაძლევ თავს უფლებას, რომ ამ ჟანრებმა ან ჟღერადობამ განსაზღვროს თუ როგორ ტრეკს დავწერ. Ხშირად  ვწერ მუსიკას, რომელიც სხვადასხვა ჟანრებს აერთიანებს. Ჩემი ბოლო რილიზი – Vertigo კარგი მაგალითია ამის.

Სიახლეებს რაც შეეხება, დღესდღეობით მაქვს მოლაპარაკება რამოდენიმე ლეიბლთან და ვგეგმავ, რომ წლის ბოლომდე ორი EP დავარილიზო. ჯერ-ჯერობით New York-ში ყველაფერი დაკეტილია. Აპრილიდან გაიღება ვენიუები, მაგრამ არმგონია, რომ ბევრი კონცერტების ჩატარება მოხერხდება.. იმედი მაქვს, ზაფხულის ფესტივალების სეზონისთვის უკეთესი სიტუაცია იქნება. Ძალიან მომენატრა ის ერთობა და სიხარული რაც dance floor-ზე იგრძნობა.

რა არის მთავარი სათქმელი, რომელსაც მუსიკით გადმოსცემთ?

Ჩემი შემოქმედების მიზანი არი რომ შევქმნა მუსიკა რომელიც – pushes the boundaries of conventional pattern-based electronic music Მუსიკა რომელიც მსმენელს სიახლეს შემატებს. საუნდის თუ კომპოზიციის საშუალებით გაუღრმავებს მუსიკალური სამყაროს აღქმას. ამ ბოლო დროს უფრო აქტიურად ვმუშაობ მუსიკოსობაზე როგორც პროფესიაზე. Ადრე ყველფერი სპონტანურად ხდებოდა და არც მიმართულება არ მქონდა. Ბოლო ორი წელია უფრო ზუსტად ვიცი რა მინდა და როგრ მივაღწიო ამას.

Ჩემი მუსიკით მინდა ვთქვა რომ ადამიანი, როგორც შემოქმედებაში ასევე ცხოვრებაში, უნდა იყო თავისუფალი. Რაც დრო გავა, Შენი შემოქმედება, მეობა თუ იმიჯი მრავალ ცვილებებს განიცდის, რაც გარდაუვალია. Შეეცადე ღია გონებით მიიღო ცვლილებები და ამ ძიებაში იპოვო შენი თავი და არტისტული ხმა. მილიონობით პროდუსერია ამ ქვეყანაზე. თუ შენ ქმნი მუსიკას რომელსაც ყველა ქმნის, თუ ხარ “copy of a copy”( Nine in Nails) და შენ ართში არ ხარ გულწრფელი და თავისუფალი, რა აზრი აქვს მაშინ ამ ყველაფერს?

ტექნოლოგიასა და მუსიკის შეთავსება რამდენად შესაძლებელია?

Ყოვეთვის  ვეძებ ახალ მუსიკას, ახალ არტისტებს რომლებიც ცოდნას შემმატებენ. Მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარს და ხშირად ვუსმენ ლირიკულს, ვეძებ უფრო ტექნიკურ და ინოვაციური მუსიკას. Რადგან დღევანდელი მუსიკა კეთდება ტექნოლოგიის გამოყენებით, ყოველთვის არის ახალი პროგრამა თუ აპარატი რითიც შეგილია გააკეთო ხმა თუ მუსიკა რომელიც ჯერ არავის გაუკეთებია. თან ბევრი ისეთი tools გამოდის რომლსაც ბევრი არტისტი ძალიან კრეატიულად იყენებს. Რაც ჩემთვის ძალიან mind-blowing არი. დღესდღეობით არის რამოდენიმე არტისტი,  რომლის გავლენის ქვეშ შეიძლება ითქვას რომ ვარ. მახსენდება არი Rob Clouth, iglooghost.  Generate, Woulg…

Როგორ ართმევთ თავს პერიოდს, როცა გიჭირთ მუსიკის კეთება?

ალბათ ყველა შემოქმედი განიცდის ამას სხვადასხვა ფორმით. მაგრამ რაც დრო გადის სწავლობ გზებს რათა შეძლო დღე პროდუქტიულად გაატარო. Ეს კრეატიული ბლოკები Ხშირად ერთფეროვნების და მოწყენილობის ბრალია. Კარგი ის არის რომ რაღაც მომენტში ეს უნაყოფო პერიოდიც მთავრდება და ინსპირაციაც ბრუნდება. Მე Როცა ვერ ვახერხებ  ჩემი მუსიკალური იდეების რეალიზებას, ყურადღება გადამაქვს ჩემი პროექტის სხვა ასპექტებზე. Მაგალითად ვქმნი ინსტრუმენტებს, ეფექტებს, ვწერ სემპლებს, ვარჯიშობ მუსიკის დაკვრაზე მოდულარ ინსტრუმენტებით, ვატარებ ექსპერიმენტებს და ასე ვახერხებ რომ მაინც მუსიკის ირგვლივ ვიტრიალო. Ასევე არი ბევრი “პრომოუშენალ” / “მარკეტინგული” სამუშო რომელიც ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის რო შენი პროექტის იმიჯი შექმნა, და თან ეს მოახერხო ისე შენ როგორც გინდა. ყველაფერს თუ დაუმატებ სოციალური თუ მუსიკალური გვერდების განახლებას და ხალხთან კომუნიკაციას, მგონი რომ დღის ბოლოს ძალიან პროდუქტიული დღე გექნება.

როგორ ფიქროთ მუსიკალური განათლება გადამწყვეტია მუსიკის კეთებისას? 

Განათლების ქონა, განურჩევლად პროფესიის ან სფეროსი, მგონი ხელს არავის არაფერში უშლის, თუ პირიქით არ ეხმარება. ჩემი აზრით მუსიკასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური ენის, მუსიკალური პროგრამების, მონტაჟის ხელსაწყოების გამოყენება, ჩაწერის საშუალებების და ელექტრონული ინსტრუმენტების ცოდნაც მუსიკალური განათლებაა, რომლის გარეშეც თანამედროვე მუსიკას ალბათ ვერ შექმნი, მუსიკის ხარისხზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. Როგორც ის ადამიანი, რომელმაც ენა არ იცის, ვერ შეძლებს სრულყოფილი კომუნიკაციის დამყარებას სხვა ადამიანებთან, ასევე ვერ შეძლებს მუსიკოსი, რომელსაც ეს განათლება არ გააჩნია ჯერ თავისი აზრის რეალიზაციას და მერე კარგი მუსიკის დაწერას.

Თუ მუსიკალურ განათლებაზე ვლაპარაკობთ ტრადიციული გაგებით, მაგალითად კონსერვატორიის სასწავლო პროგრამაზე, ვფიქრობ რომ ამ განათლების გარეშე სრულიად შესაძლებელია ხარისხიანი მუსიკა შექმნა, განურჩევლად ჟანრისა. მე ამით არ ვცდილობ ვთქვა, რომ მუსიკალური თეორიის, სოლფეჯიოს, ცოდნა არ არი საჭირო. Თუ იცი, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მისი ცოდნაც არ არი აბსოლუტური. თუ ადამიანმა გამრავლების ტაბულა არ იცი, ეს იმას არ ნიშნავს რომ კალკულატორის გამოყენებას ვერ შეძლებს. Იგივე ხდება მუსიკალურ სამყაროშიც. Შეიქმნა უამრავი პროგრამა და დაიწერა კიდევ უფრო მეტი კოდი, იმისთვის რომ თანამედროვე მუსიკოსს არ მოუწიოს იმაზე ფიქრი თუ რომელ გამაში მოძრაობს და რა ნოტები უნდა დაუკრას. Ამას ყველაფერს პროგრამა აჩვენებს ან ვიზუალურად ან კიდევ კლავიშზე იმ არასწორ ნოტას არ დაუკრავს. Ალბათ ბევრი უკვე ფიქრობს, რომ ეგ აუთენტური მუსიკა არ არი და კომპიუტერის დაწერილია. Მაგრამ Არა! Ყველანაირი კონტროლი მაინც არტისტის ხელშია. Ამ ფუნქციის გათიშვას ერთი კლიკი ჭირდება. Მაგრამ როგორც ავღნიშნე მინიმუმ ეს ტექნოლოგიური ენა მაინც არი საჭირო რომ რაღაც სრულყოფილი ნაწარმოები შექმნა.

რა მოიტანა ტექნიკამ? რა გავლენა აქვს დღეს კომპიუტერს მუსიკალურ სამყაროზე?

ყველაფერი თავდაყირა დააყენა. Ჩვენი შეგნება თუ რა არი მუსიკა და საუნდი საყოველთაოდ შეცვალა. Ტექნოლოგიის გარეშე, ალბათ აკუსტიკური მუსიკის ფარგლებს ვერ გავცდებოდით. Თუმცა აკუსტიკური ინსტრუმენტებიც თავისი დროის მექანიკური ტექნოლოგიად შეიძლება ჩაითვალოს. ბევრი ცოდნა და კვლევაა საჭირო იმისთვის, რომ ის ტონი, ტემბრი მიიღო აკუსტიკური ინსტრუმენტიდან როგორიც შენ გსურს.

Ხშირად ვფიქრობ იმაზე თუ რომელი არი წამყვანი ძალა მუსიკალური პროგრესის. Არტისტები, რომლებიც შთააგონებენ ინჟინრებს თუ ინოვატორებს, შექმნან ტექნიკა, რომლითაც იქმნება მომავლის მუსიკა, თუ პირიქით? ინჟინერები, რომლებიც ხშირად თვითონ არტისტები არიან, ქმნიან ინსტრუმენტებს თუ ტექნოლოგიას, რომელიც სამუდამოდ ცვლის თუ როგორ ჟღერს, იკვრება, იწერება თუ ისმინება მუსიკა? Ცოტათი მგონი ქათმისა და კვერცხის არგუმენტს ჰგავს. Როგორც ინჟინერს სჭირდება მოისმინოს მუსიკა ან ხმაური, რათა ინსპირაცია, იდეა, მოთხოვნილება გაჩნდეს იმისთვის, რომ ის გააუმჯობესოს ან შეცვალოს. არტისტსაც სჭირდება ინსტრუმენტები, რომლის საშუალებითაც ამ მუსიკას თუ ხმაურს შექმნის. Ბევრი ვიფიქრე ამ თემაზე და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი რომ შეიძლება ეს ყველაფერი არტისტული შთაგონებიდან დაიწყო, მაგრამ დღესდღეობით ტექნოლოგია არის ის წამყვანი ძალა, რომელიც პროგრესს წინ მიუძღვება.

Კომპიუტერს რაც შეეხება ბოლო ორი ან სამი ათეული წლის მანძილზე მუსიკალური თუ ტექნოლოგიური განვითარება კომპიუტერის უსაზღვრო შესაძლებლობების გამოყენებით ხდება. Მისი გამოყენებით ხდება ანალოგი თუ ციფრული ინსტრუმენტების დიზაინის, გამოთვლების, ტესტირების, კომანდ ცენტრის, თუ სეკვესირების შექმნა. Ისიც უნდა ითქვას რომ კომპიუტერის გამოყენებით მთელი ორკესტრის არანჟირება შეგიძლია. 

Ვერასდროს ვუგებდი იმ ხალხს რომელიც იძახდა რომ კომპიუტერული მუსიკა მუსიკა არ არიხ. Ჩემთვის ეს ძაან დიდი სისულელეა. Ბევრი ჩემი უსაყვარლესი მუსიკა შეიქმნა მხოლოდ კომპიუტერის გამოყენებით. Ის არგუმენტიც სისულელედ მიმაჩნია ანალოგი ჯობია დიჯიტალსო. Მგონი უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ როგორ გამოიყენებ ამ ინსტრუმენტებს. Მე ორივე მიყვარს და სხვა და სხვა მიზნებისთვის ვიყენებ.

Ტექნოლოგია რომ არ ყოფილიყო მე ალბათ დღეს მუსიკას, ისეთს მე როგორიც მიყვარს, ვერ შევქმნიდი. Ჩვენი მუსიკის წარმოდგენაც ძალიან შეზღუდული იქნებოდა და დავუბრუნდებოდით ისევ იმ დროს, როცა მუსიკა და ინსტრუმენტები ძალიან ვიწრო წრისთვის იყო ხელმისაწვდომი.

Რომელია თქვენი საყვარელი ინსტუმენტი და რატომ?

Soma Laboratoris – Pulsar 23 ერთერთი ყველაზე “versatile” ინსტრუმენტია რომელთანაც შეხება მქონია. Მიყვარს ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ალბათ ყველაზე მათავარი არის მისი სიმარტივე და “playability”, Მიუხედავად იმისა რომ ძალიან ღრმა ინსტრუმენტია, რომლესაც აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები. Იმედი მაქვს რომ ბევრი ვარჯიშის შემდეგ სათანადოდ დავეუფლები ამ ინსტრუმენტს და შევძლებ მთელი სეტის დაკვრას მხოლოდ მისი გამოყენებით.

Თუ ინსტრუმენტზე ვლაპარაკობთ ტრადიციული გაგებით მაშინ პიანინო, თუმცა მოყვარულის დონეზე შემილია მისი დაკვრა. Ძალიან მომწონს მისი ჟღერადობა და რამდენად პირდაპირი კომუნიკაცია ხდება ინსტრუმენტს და დამკვრელს შორის. Პლუს ამას, როცა მუსიკას ვწერ, Midi ინფორმაციას ძირითადად კლავიშის საშუალებით ვწერ.

რას ურჩევთ სხვებს ვინც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული როგორი მუსიკის კეთება სურს?

Პირველი ალბათ რაც იქნება არი ის რომ ცალსახად არ შეხედონ მუსიკას და კრეატიულ პროცესს. Მუსიკა ძალიან მრავალჟღერადი და ცვალებადია, როგორც ჩვენი ხასიათები. Და Როგორც თავს ვერ უბრძანებ, რომ სულ კარგ ხასიათზე იყო ასევე ვერ შეძლებ სულ მხიარული ან ერთი ჟანრის მუსიკა დაწერო. Თუ შენი მიზანია რომ ავთენტური მუსიკა დაწერო მაშინ ენდე თავს და “Let the music flow”. Ტექნოლოგიის დახმარებით თუ გარეშე, Არსებობს ზღვა შესაძლებლობები, რომლის ერთადერთი ლიმიტი ხარ შენ და შენი წარმოდგენის უნარი. Მიყევი შენს გძნობას, წარმოსახვას და დაივიწყე სხვა ყველაფერი.

Ალბათ ასევე მნიშვნელოვანი რჩევა იქნება რომ “never stop experimenting, break the rules”. Ახალს და ორიგინალურს ვერაფერს შექმნი თუ საყოველთაოდ მიღებული წესებს და ნორმებს არ დაარღვევ. თუ ძიებაში ხარ რომ შენი sound იპოვო, სხვისი რჩევების მოსმენით ალბათ ამას ვერ მიაღწევ. Ხშირად ეს პროცესი დიდი ხანი გრძელდება, მაგრამ როცა იპოვი შენ sounds, სამუდამოდ შენი იქნება.

Კიდევ ერთი რჩევა იქნება რომ გამოიყენონ ის ზღვა ინფორმაცია რომელიც ინტერნეტის , Მსოფლიოს ყველაზე დიდ ბიბლიოთეკის, საშუალებით შეგილია მოიპოვო. Მე როცა მუსიკით დავინტერესდი, ინტერნეტ სამყარო ისეთი როგორსაც ჩვენ დღეს ვიცით არ არსებობდა. Ბევრი ინფორმაცია რაზეც დღეს ჩვენ ხელი იოლად მიგვწვდება, ადრე შეუძლებელი იყო. Მარტივად რო ავხსნა youtube 2005 წელს დაარსდა. სანამ პოპულარული გახდა და ის ზღვა მასალა აიტვირთა კიდევ ალბათ 6-7 წელი გავიდა. Ძალიან დიდი ხანი მიწევდა ყველაფერი ჩემით  გამერკვია, რასაც ბევრი დრო დასჭირდა. Თანამოაზროვნეების პოვნაც რთული იყო მაშინ, ვინაიდან სოციალური ქსელებიც არ არსებობდა და ამ ინტერესების შესახებ საუბარი თუ აზრების გაზიარებაც ნაკლებად ხდებოდა. Დღეს, რაც არ უნდა სპეციფიური კითხვა გვქონდეს, შეგვიძლია პირდაპირ google-ს თუ youtube-ს დავუსვა და პასუხი წამში მიიღო. გამოიყენეთ ეს საგანძური. Თუ ამ გზით არა, არსებობს უამრავი ჯგუფები და ფორუმები სადაც შენს კითხვებზე პირდაპირ გიპასუხებენ. Ხშირად ისეთი კარგი ხალხი შეგხვდება რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩები, მთელ ინტერნეტ გამოკვლევას ჩაატარებენ იმისთვის რომ შენ პასუხი მოგაწოდონ. არასდროს მოგერიდოს ან შეგრცხვეს დახმარების თხოვნა.

Თქვენ როგორ იპოვეთ სასურველი ჟღერადობა?

Როგორც აღვნიშნე, პირველი ელექტრონული მუსიკის კომპოზიცია ალბათ 1997-1998 წლებში ჩავწერე. Იმ დროიდან მოყოლებული ვქმნიდი მუსიკას და ვიყავი ჩემი sound-ის ძიებაში. ყოველთვის ვგრძნობდი როგორი sound-ი მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი როგორ მიმეღწია მისთვის. ამ კითხვაზე პასუხიც ალბათ ისევ ექსპერიმენტირები და ინფორმაციის ძიებაა. Ვცადე სხვადასხვა ინსტრუმენტი, sound processing, ჩაწერის გზები და ამ თემაზე ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ვიპოვე ჩემი გზა. ეს გამოწერილი რეცეპტი არ არი და ყველა სესიის დროს ერთსა და იმავე მეთოდს არ ვიყენებ. Ალბათ უფრო დაკავშირებულია პერსონალურ გამოცდილებასთან და იმასთან თუ რამდენად კომფორტულად გრძნობ თავს როცა გადაწყვეტილებებს ღებულობ, რომელიც შენს ჟგერადობას შეცვლის. Ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი და გასარკვევი.

Follow Sonic Junkie

https://biglink.to/sonicjunkie?fbclid=IwAR1VYdLFVkCSqbx9Mcp8iEIVxlGbLQlNMJNhx5ESEvzffvBttF_sX9G_ikY

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *