17 წლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ, ირლანდიელი მწერალი, დიჯეი და რადიოწამყვანი Annie Mac-ი, BBC Radio 1-ს ტოვებს. გადაწყვეტილების შესახებ, უამრავი მსმენელისთვის საყვარელი რადიო-დიჯეი, სოციალური ქსელის მეშვეობით იუწყება.
2004 წლიდან დღემდე Annie MacManus-ი არაერთი ცნობილი რადიო-პროექტის წამყვანი გახლდათ, რომელთაგან გამორჩეული პოპულარობით “Friday Night Dance Music Show” და “Weeknight New Music” სარგებლობდა.
საკუთარი წასვლის მარტივ მიზეზად ენნი, ოჯახთან მეტი დროის გატარების სურვილს ასახელებს. მისი განცხადებით თავისუფალი დროის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ საკუთარ შვილებს, მხატვრულ ლიტერატურასა და პოდკასტებს მიუძღვნის. ასევე გვამცნობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება “ღიმილით იქნა მიღებული” და მომავალში რადიოს აუცილებლად დაუბრუნდება.
ცნობილია, რომ 30 ივლისიდან “Friday Night Dance Music Show”-ში მას, Danny Howard-ი ჩაანაცვლებს, დარჩენილ პროექტებზე კი, Clara Amfo იმუშავებს.