მოუსმინეთ ბრიტანელი მუსიკოსის, Jon Hopkins-ის “Piano Versions”-ს, რომელშიც ავტორი Brian Eno-ს, Thom Yorke-ის, Luke Abbott-ისა და James Yorkston-ის კომპოზიციებს აერთიანებს და მათზე შექმნილ (ორიგინალისგან საკმაოდ განსხვავებულ) ფორტეპიანოს ქავერებს გვთავაზობს.
ემბიენთ ჟღერადობის რევორქების კრებული 16 აპრილს, Domino Records-ზე გამოვიდა და 2014 წელს გამოშვებული “Asleep Versions”-ის გაგრძელებას წარმოადგენს.