სიახლეს საკუთარ სოციალურ გვერდზე თამრიკო კორძაია აქვეყნებს:

მიხეილ შუღლიაშვილი (* 1941, † 1996) პირველი ქართველი ავანგარდისტი კომპოზიტორია. მიუხედავად იმისა, რომ მისმა სტუდენტებმა თითქმის გააღმერთეს პროფესორის შთამაგონებელი და ინფექციური ძალა, კონსტრუქტივისტული მიდგომის მუსიკოსი ძირითადად მაინც გაუგებარი დარჩა. სიცოცხლის პერიოდში იგი უპირველეს ყოვლისა განიხილებოდა ბრწყინვალე პედაგოგად, რომლის პოლიტიკური პოზიცია საბჭოთა ეპოქაში არაკონფრომისტული იყო. 1960-79 წლებში შექმნილი შუღლიაშვილის ნამუშევრები ფართო სპექტრს მოიცავს. საორკესტრო კომპოზიციების, კამერული მუსიკისა და სოლო საფორტეპიანო მუსიკის გარდა, მას დაწერილი აქვს მხატვრული ფილმების, დოკუმენტური და მულტფილმების კინო მუსიკა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ – shugliashvili.com

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *