Underground Institute საერთაშორისო მუსიკალური და კულტურული პლატფორმაა, რომლის ეპიზოდების სერია “UI Picks” შერჩეული ანდერგრაუნდ რადიო სადგურებისთვის კეთდება.
სედრიკ ფერმონტის მიერაა კურირებული პლატფორმის ბოლო სელექცია – “Non Western Women in Electronic Music (არადასავლელი ქალები ელექტრონულ მუსიკაში), სადაც ქართველი კომპოზიტორისა და ელექტრონული მუსიკის პიონერის – ნათელა სვანიძის კომოიზიციაც შევიდა.
მიქსის შთაგონება “Sisters with Transistors”-დან მოდის. ფილმი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ელექტრონულ / ელექტრო-აკუსტუკურ მუსიკაში ქალი პიონერების შესახებ, რომლებიც ხშირად ან იგნორირებულნი არიან ან მათი როლი მინიმუმამდეა დაყვანილი. სამწუხაროდ, აღნიშნულ ფილმში არ არიან ჩართულნი არადასავლელი მუსიკოსები, რომლებიც 1950-იანი წლებიდან აქტიურები იყვნენ. მესმის, რომ შეუძლებელია ერთგან ყველა პიონერის შეყვანა, თუმცა აქ მათი ჩაურთველობა შესადარისია კაცების ნარატვივის გაგრძელების, სადაც ქალი მუდმივად გამოკლებულია. აღნიშნული ფაქტი ამგვარი საქციელის პირველი შემთხვევა არაა და ჩემი ვარაუდია, რომ ეს არამხოლოდ სქესს, არამედ ეთნიკურობასა და ხანდახან სოციალურ კლასსაც კი ეხება. ჩემი კრიტიკა არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ფილმი ცუდია, მაგრამ ის არასრულია.
– წერს სედრიკ ფრემონტი