30 ივნისს, აქტუალური მუსიკის ფესტივალზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში ნატალი ბერიძის ახალი ნაწარმოების პრემიერა შედგება.

“Letter from Risi” ოთხნაწილიანი ნაწარმოებია, რომელიც შვეიცარიაში, რისიში ყოფნის დროს დაიწერა. ალპების ფერდობების გეომეტრია და მათი უცვლელი პირველყოფილი მეხსიერებია ჩემთვის მთავარი ინსპირაცია გახდა. ეს მთები ჩემთვის ბაროკოს მუსიკის ასოციაციას იწვევს, მისი ერთდორულად კომპლექსური და თან მარტივი ჟღერადობით“ – ნატალი ბერიძე (Close Encounters).

„Letter from Risi” არ არის ერთადერთი რამ, რაც ხელოვანის შემოქმედებაში 2021 წელს ყურადღებას იქცევს.

Mapping Debris – ალბომი, რომლიც Monika Enterprise ლეიბლზე 14 მაისს დარელიზდა, უკვე რამდენიმე კვირაა საერთაშორისო მუსიკალური მედიის ყურადღების ცენტრშია.

„ჩემს ძველ hard drive-ზე დიდი ხნის წინ ჩაწერილი ხმები ვიპოვე, რომლებიც გადავამუშავე, ახალ სემპლებად შევაწებე, რაც საბოლოოდ ახალი ალბომის ფორმად გარდაიქმნა. ტერმინი Mapping Debris  თვითმფრინავის ავარიის შემდეგ გამოძიების პროცესში გამოიყენება. უბედური შემთხვევის მიზეზის გასარკვევად, კონკრეტული სააგენტო ავარიის შემდეგ დარჩენილი თვითმფრინავის უამრავ ნაწილს აგროვებს, თავიდან აწყობს კატასტროფის შემდეგ დაშლილ კონსტრუქციას და თავის პირვანდელ სახეს უბრუნებს. Mapping Debris დროსა და სივრცეში დემატერიალიზების მანიფესტაციია: ობიექტების დაშლის, გარსის მტვრად ქცევის, კოროზიის, ატროფიის, ლპობის, აბსურდის და ფაქტიური დავიწყების, რომელიც თავის მხრივ სიკვდილის, მთლიანობის, მეხსიერების, შეგრძნებების დაკარგვის შიშს უკავშირდება. დასარულის შემდეგ, ადამიანი მხრებიდან იხსნის სიკვდილის აუცილებლობის შიშის ამ უზარმაზარ ტვირთს.
სიკვდილის ციკლს გარეთ,  ყოველთვის რჩება ოქროსფერი ძაფის ერთ ბოლო, რომელიც თავიდან დაბადების, მეხსიერების გაგრძელების და გარდაქმნის უწყვეტ შესაძლებლობას გვაძლევს.
ეს ალბომი ჩემი იმ ნამუშევრების გაგრძელებაა, რომლებსაც ჩემი მშობლების სიცოცხლეს და გარდაცვალებას ვუძღვნი“
. ნატალი ბერიძე.

„ადამიანებისთვის არსებობს გამართლებული შესაძლებლობა, რომ ჯიუტად გააგრძელონ ჩვეული ძველი შემოქმედებითი გზა. ასევე აქვთ არჩევანი,რომ ყოველ დღე თავიდან გამოიგონონ საკუთარი თავი.
ქართველი კომპოზიტორის და მუსიკის პროდიუსერის ნატალი TBA ბერიძის ალბომით Mapping debris ცხადი ხდება თუ როგორ შეიძლება ჟღერდეს ადამიანების მეორე არჩევანი.
ჟანრობრივად ალბომს შეიძლება დაერქვას ნეოკლასიკური ტრიპ-ჰოპი, ან ხმაურის ციფრული ფრაგმენტების კოლაჟი, ან შეიძლება ბერლინის ექსპერიმენტული Dark ტექნო. ალბომი შეიძლება აღვიქვათ, როგორც ძალიან ფაქიზი ან ძალიან მკაცრი, ახალი, გასაგები, თბილი, ელეგიური, ენერგიული ან უბრალოდ ყველა ერთდროულად“
. Motherboard, Juni 2021

„როდესაც არტისტები თავის ძველი ნამუშევრების ხელახლა გადამუშავებას იწყებენ, ეს გადაწყვეტილება ჩვეულებრივ კარგად არ მთავრდება. ნატალი TBA ბერიძე არ არის ჩვეულებრივი ხელოვანი, მისი ნამუშევრის საბოლოო შედეგი სტანდარტულად არ ისმინება. Mapping Debris მყარ დისკზე ნაპოვნი საწყისი მასალისგან შეიქმნა და წარმოადგენს უპირობოდ მრავალფეროვან ალბომს, რომელშიც აბსტრაქტული ტექნო, Sound art და მარგინალური პოპი თავს ერთად იყრის.  Fieldnotes, Berlin, 2021.

მნიშვნელოვანი და უპრეცედენტოა ის ფაქტი, რომ ქართველი კომპოზიტორის ალბომი The Wire-ის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებს. გამოცემა, რომელიც საერთაშორისო მუსიკალური ინდუსტრიისთვის სტადარტს ქმნის, ემბიენთის ჟანრში მაისის თვის რელიზად Mapping Debris-ს ასახელებს.

რაც შეეხება კომპოზიტორის ახალ ნამუშევარს, „აქტუალური მუსიკის ფესტივლის“ ფარგლებში, პრემიერა 30 ივნისს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 7 საათზე შედგება.

ბილეთების შესაძენად შეგიძლიათ იხილოთ ბმული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *