მუსიკალური სიმღერების ავტორმა და ჰიპ-ჰოპ არტისტმა-ნინი გოგიჩაიშვილმა, სასცენო სახელით Simple, დღეს სადებიუტო EP გამოაქვეყნა.
1 წლიანი მოღვაწეობისა და 3 სინგლის შემდეგ ( Heart Attack, Get It Back To Me, What’s That Supposed To Mean) პირველი EP სახელად FUNDAY გამოიცა, რომელიც 3 სიმღერისგან შედგება.
კომპოზიციების ავტორი თავად არტისტია, პროდიუსინგი გიორგი ქორიძეს ხოლო ქავერ არტი გუგა ელიზბარაშილს ეკუთვნის.
EP-ის მოსმენას კი ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე შეძლებთ.