ინგლისელი მუსიკოსი და პროდიუსერი ენდი ბარკერი “ავადმყოფობის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ” 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ბენდმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

ენდი ბერკერი 90-იანების მანჩესტერის რეივ კულტურის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. 1989 წლიდან იგი მანჩესტერული ელექტრონული ჯგუფის „808 State“-ის წევრი გახდა, რომლის ფარგლებშიც მისი პირველი ჩანაწერი Quadrastate EP იყო. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ჯგუფის ყველაზე წარმატებულად მიჩნეული ალბომის „ex:el“-ის შექმნაში, რომელიც ბიორკთან და New Order-ის ბერნარდ სამნერთან კოლაბორაციებს მოიცავდა.

„808 State“-ის ყველაზე ცნობილ კომპოზიციად “Pacific State” ითვლება, რომელიც გამოშვებისთანავე ბრიტანეთის სინგლების ჩარტის ათეულში მოხვდა.

2019 წელს, ჯგუფმა – შემდგომში კი ენდი ბარკერისა და გრაჰამ მესის მიერ შემდგარმა დუომ – 17 წლის შემდეგ პირველი სტუდიური ალბომი „Transmission Suite“ გამოაქვეყნა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *