Adele: One Night Only 2015 წლის შემდეგ ადელის პირველი სატელევიზიო კონცერტია. 2-საათიანი წარმოდგენა ლოს-ანჯელესში, გრიფიტის ობსერვატორიაშია, გადაღებული და მოიცავს არა მხოლოდ მის ცნობილ ჰიტებს, არამედ ახალ კომპოზიციებსაც მეოთხე სტუდიური ალბომიდან, 30, რომლის გამოსვლასაც ადელის შემოქმედების მოყვარულები სულმოუთმელად ელოდებიან.

ახალი ალბობის გამოსვლა 19 ნოემბრისთვისაა დაანონსებული, იქამდე კი შეგვეძლო მოგვესმინა სინგლი Easy on Me.

გადაცემა მოიცავს ოპრასთან ინტერვიუსაც, სადაც ადელი ალბომის შესახებ საუბრობს და ყვება იმ სირთულეების შესახებ, რომლებმაც ალბომის შექმნა შთააგონა, მათ შორისაა წონაში კლებასა და შვილის აღზრდასთან დაკავშირებული გამოწვევები.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ოპრას ინტერვიუ და მისი მოსაზრება ერთ-ერთი სინგლის Hold On-ის შესახებ, რომელიც არტისტის თქმით, წარმოადგენს იმ სიტყვებს, რომელსაც მეგობრები ეუბნებოდნენ, როდესაც სირთულეებს აწყდებოდა. ოპრას თქმით კი, ეს კომპოზიცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახდება ჰიმნი მათთვის, ვინც იტანჯება.

წარმოდგენა თბილისის დროით 05:30 საათზე (15 ნოემბერი) იქნება ხელმისაწვდომი და მისი ნახვა შესაძლებელია paramount+ გამომწერებისთვის. თუ გსურთ რომ წარმოდგენა უფასოდ ნახოთ, შეგიძლიათ სცადოთ, paramount+ 7-დღიანი უფასო გამოწერა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *