როგორც წესი, ხელოვანი ადამიანის შესახებ მიმოხილვა ხშირ შემთხვევაში რაღაც შემუშავებული სქემის მიხედვით იწერება. შინაარსი ძირითადად შემდეგნაირია: ავტობიოგრაფია, პირადი ცხოვრებისა და მუსიკალური შემოქმედების მიმოხილვა, სხვა მუსიკოსების გავლენები და ა.შ. ძალიან ბევრი ვეცადე დენიელ ჯონსტონის შესახებ მსგავსი მოკლე მიმოხილვა გამეკეთებინა, თუმცა ვინც იცნობთ მის შემოქმედებას, დამეთანხმებით რომ ასეთი არასტანდარტული მუსიკოსის შემთხვევაში სტანდარტების დაცვა შეუძლებელია.

What Daniel Johnston's Drawings Mean Now | Pitchfork
Graphic by Drew Litowitz; drawings by Daniel Johnston and photo courtesy of The Daniel Johnston Trust

მაშ ასე, შევეცდები ჩემებურად, მოვყვე:

დენიელ ჯონსტონი უნიკალური ადამიანი იყო მრავალი მიზეზის გამო, თუმცა მე გამოვყოფდი მხოლოდ ორ მათგანს.

დენიელი მხოლოდ 20 წლის იყო, როდსაც გაიაზრა რომ მუსიკალური ბიზნესისკენ მიმავალ გზა მისთვის მარტივი გასავლელი არ იქნებოდა და საკუთარი შემოქმედების გაცოცხლება და მუსიკის ისტორიაში კვალი დატოვება ჯერ კიდევ არაპოპულარული მეთოდით სცადა.

მეორე მიზეზი, რის გამოც ჯონსტონმა თავი დამამახსოვრა სიყვარულის ისტორიაა. მომღერალს ჰქონდა ურთულესი მენტალური დაავადება, უჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა და სწორედ ამის გამო საყვარელი ქალის გულის მოგება ვერ მოახერხა, თუმცა მან შეძლო რომ ამ სიყვარულის დახმარებით უნიკალური სიმღერები შეექმნა და ამ ქალის ცხოვრებაში ამ გზით დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი.

80-იან წლებში დენიელმა თავი დაიმკვიდრა როგორც მუსიკოსმა და ვიზუალურმა არტისტმა, უფრო სწორედ, ის ჯერ ვიზუალური არტისტი იყო ხოლო შემდეგ მომღერალიც გახდა. დენიელი ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში იფიქრებდა სხვადასხვა სცენარს და იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმებს სამოყვარულო კამერით. როგორც მიხვდით, ის თავად იყო სცენარისტი, რეჟისორი და მთავარი მოქმედი გმირი. კამერის გარდა მას უყვარდა ხატვა, სკოლაში ყველა ცნობდა მის განსხვავებულ ხელწერას და სიმბოლოებს. მოკლედ, ერთი სიტყვით ოჯახი და ახლო გარემოცვა მას იცნობდა როგორც ვიდეო კამერის მოყვარულსა და საინტერესო მხატვარს. მუსიკალური ეტაპი დენიელის ცხოვრებაში 70-იანების მიწურულს დაიწყო. 

მუსიკალური კარიერა არ დაწყებულა არც ხმის ჩამწერ სტუდიაში და არც მეგობრულ წრეში სადმე სარდაფში. უკვე მენტალური პრობლემების მქონე დენიელმა მამის ავტოფარეხი აირჩია და აქცია საკუთარ სტუდიად, სადაც ის სიმღერებს აუდიო კასეტებზე წერდა. სწორედ ამ აუდიოჩანაწერების დახმარებით გააცნო დენიელმა საკუთარი თავი მსმენელთა ვიწრო წრეს. სადებიუტო ალბომი სახელწოდებით ტკივილის სიმღერები (Songs of pain) 1981 წელს ჩაწერა, ალბომი მისივე ილუსტრაციით იყო გაფორმებული. Songs of pain-ს მოყვა Don’t Be Scared, ხოლო 1983 წელს გამოიცა შეიძლება ითქვას მისი ერთ-ერთი ყველაზე ალბომი –  Hi, how are you.

დენიელის შემოქმედებას მალევე გამოუჩნდა ერთგული მსმენელი, მის ფანებს შორის იყვნენ იმ დროისთვის ჯერ კიდევ ცოცხალი ლეგენდები და ამ ლეგენდებს შორის იყო კურტ კობეინი. “Hi, how are you” ალბომის ილუსტრაციით გაფორმებული მაისურის ტარებით კობეინმა უამრავ ადამიანს გააცნო ჯონსტონის სახელი. მოყვარული მუსიკოსის კარიერა ნელ-ნელა აღმავალ გზას დაადგა, 1985 წელს დენიელი MTV-ზე მოხვდა, ხოლო მოგვიანებით 1988 წელს ამჯერად ნამდვილ მუსიკალურ სტუდიაში პირველად ჩაწერა ალბომი. 

მუსიკალურ აღმასვლას მენტალურმა ჯანმრთელობამ საგრძნობლად შეუშალა ხელი. ერთ-ერთი ფესტივალიდან თვითმფრინავით უკან მომავალმა დენიელმა ბიპოლარული აშლილობის ფონზე თავი მოჩვენება კასპერთან გააიგივა, რა დროსაც თვითმფრინავის გასაღები ფანჯრიდან ისროლა და მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. საბედნიეროდ ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა მომღერალი მალევე ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს მკურნალობის მიზნით.

Daniel Johnston | English | Metal Magazine

ბრძოლა ბიპოლარულ აშლილობასთან მთელი ცხოვრების მანძლზე გრძელდებოდა. ბუნებრივია ეს მუდმივი ჭიდილი მომღერლის პირად ცხოვრებასა და შემოქმედებაზე აისახა. მან გამოიარა ბევრი სირთულე, იმედგაცრუება და ტკივილი. თითოეულ ამ განცდაზე მისივე სიმღერის ტექსტები გვიამბობს. ყველა სიმღერის შინაარსი ბავშვური გულწრფელობით სავსე ზრდასრული მამაკაცის სიმღერაა, შეუპოვრობის, მუდმივი ბრძოლისა და გულგატეხილი სიყვარულის ისტორიებში შეზავებული. დენიელის მუსიკა არამხოლოდ ისმინება, ის იგრძნობა კიდევაც. მან თითქოს იცოდა რომ მისი ცხოვრება ნაადრევი სიკვდილით დასრულდებოდა, ეს ტკივილი მალევე გაიაზრა და მიხვდა იმასაც რომ ადამიანებს არ უნდოდათ მუდმივად ტრაგედიების მოსმენა.

ჯონსტონზე საუბრისას ვერ გამოვტოვებთ მის მუზას სახელად ლორი ალენი. ლორი იყო ის ადამიანი რომელის დენიელის მუსიკის შთამაგონებელი არაერთხელ გახდა. სიყვარული მუდამ ცალმხრივად გრძელდებოდა თუმცა მუსიკოსის შემოქმედებისთვის ნაყოფიერად. სწორედ რომ ლორის დახმარებით დაიწერა დენიელის არაერთი ცნობილი სიმღერა.

ჯონსტონმა სიცოცხლე ნაადრევად 58 წლის ასაკში დაასრულა, სირთულეების მიუხედავად მან ბევრი რამის თქმა მოახერხა მის მიერ შეთხზილი ტექსტებისა და მელოდიების დახმარებით. ამასთან ერთად, ის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა ალტერნატიული და ლოუ ფაი მუსიკის ჟანრში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *