ქართველი მუსიკოსი, თორნიკე მარგველაშვილი Mess_montage-ის სახელით ახალ ალბომს, “Garden of Earhtly Delights“ აქვეყნებს. ალბომი ამსტერდამულ ლეიბლზე „Shimmering Moods Records“ გამოვიდა და მუსიკოსის მიერ 2018 წლიდან შექმნილ 9 კომპოზიციას აერთიანებს. რელიზის ძირითადი თემა საკუთარი თავის თავიდან აღმოჩენაა, რომელსაც ადამიანი ხშირად ბუნებასთან პირდაპირ კონტაქტის გზით აღწევს. ალბომი ციფრულად და ლიმიტირებული CD-ის სახით Bandcamp-ზეა ხელმისაწვდომი.
ალბომის ვიზუალური გაფორმება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნა. მოგზაურობის დროს თორნიკე იღებდა რა მიტოვებული ეკლესიების, ბუნების, ლანდშაფტისა თუ ჩიტების სურათებს, რომლებიც ახლოს არიან ალბომში გამოყენებულ ხმოვან შრეებთან. ამის დახმარებით ალგორითმმა შექმნა ტექსტურა, რომელიც შეიცავს ყველაფერს – სიმების ხმას, სინთეზატორს, საქსაფონს, გუნდის, ჩიტებისა და ცხოველების ჩანაწერებს.
თორნიკე მარგველაშვილმა მუსიკალურ კარიერა 15 წლის ასაკში, გიტარაზე დაკვრით დაიწყო, მალევე იგი ჯგუფ პორნოპოეზიას შეუერთდა. 2017 წელს მან სადებიუტო ალბომი „The Death of Optimus Prime“ გამოუშვა, ჰოლანდიურ ლეიბლზე, Shimmering Mood Records. 2018 წელს თორნიკე Red Bull Music Academy-ის ყოველწლიური შეკრების პირველი ქართველი მონაწილე გახდა. ამჟამად იგი ბერლინში მოღვაწეობს.