მულტინიჭიერი ვენესუელელი მომღერალი, კომპოზიტორი, დიჯეი და პროდუსერი Arca, წელს უკვე მესამედ აანონსებს ახალ ალბომს. იმ მსმენელთათვის, რომლებსაც 2020 წლის Kick i-ის გამოცდილება ჯერაც არ განელებიათ, ბუნებრივია, მოლოდინი უფრო გამძაფრებულია, ვინაიდან 3 დეკემბერს Arca-ს სამმაგი თავდასხმის გაძლება მოგვიწევს. ახლადდაანონსებული Kick iiii, მზის შუქს სწორედ Kick ii-სა და Kick iii-თან ერთად იხილავს.
მისალოცებმა და არამისალოცებმა 3 დეკემბრამდე შეგიძლიათ Kick i-ით გააძლიეროთ თქვენი მოსმენის იმუნიტეტი.
რაც შეეხება Cick ii-ს, არტისტმა ის ოქტომბერში დააანონსა და გაგვიზიარა კომპოზიცია “Born Yesterday”.
ამას მალევე მოჰყვა ‘Electra Rex’, რომლითაც არტისტმა Kick iii-ის გამოსვლის შესახებ გვამცნო.
პრეს-რელიზის მიხედვით კი სწორედ Kick iiii წარმოადგენს დანიშნულების ბოლო წერტილს Arca-ს მიერ წამოწყებულ ექსცენტრულ, ნონბაინარ-ფსიქოსექსუალურ ვოიაჟში.
თავად არტისტი ალბომს ადარებს დედის მუცელზე პირველ პრენატალურ, დაბადებამდელ ფეხის კვრას (kick) , რაც მისივე თქმით, წარმოადგენს დამამტკიცებელ საბუთს იმისა, რომ ჯერ კიდევ ჩანასახშივე არსებობს სურვილებისა და განზრახვის მქონდე ცნობიერი, რომლის მიერ საკუთარი თავის გამოხატვა შემოქმედის კონტროლის მიღმაა.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ Arca-ს მიერ 2021 წლის იანვარში გამოშვებული პროექტი madre, სადაც არტისტის მელანქოლიური და სევდაგაჯერებული ვოკალი ერწყმის უნატიფეს ენას, ესპანურს, და ინსტრუმენტების ტირილთან ერთად გვთავაზობს ცნობიერისთვის არც ისე მარტივად გაძლებად მეტაფიზიკურ გამოცდილებას.