David Bowie-ს შესახებ ფილმის სახელი ჯერ ისევ უცნობია, თუმცა მისი პრემიერა 2022 წელს უნდა გაიმართოს. ამჯერად რეჟისორად ამერიკელი დოკუმენტური ფილმების შემქმნელი ბრეტ მორგენი გვევლინება, რომელიც ცნობილია კურტ კობეინის შესახებ გადაღებული ფილმით (Kurt Cobain: Montage of Heck, 2015).

ფილმს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის ის ფაქტი, რომ რეჟისორმა Bowie-ს ჯერ გამოუქვეყნებელ, ათასობით-საათიან კადრებზე იმუშავა. შედეგი კი სულ მცირე, იმით იქნება გამორჩეული, რომ შეიცავს არტისტის ცხოვრების უიშვიათეს ჩანაწერებს, მაგრამ უფრო მეტად კონცენტრირებულია live კონცერტებზე.

ეს არ არის არც დოკუმენტური და არც ბიოგრაფიული ფილმი, მაგრამ არის უზარმაზარი კინემატოგრაფიული გამოცდილება, დაფუძნებული ათასობით-საათიან, ჯერ გამოუქვეყნებელ მასალაზე.

ფილმზე მუსიკალურ პროდუსერად იმუშავა ტონი ვისკონტიმ, რომელიც არტისტის რამდენიმე ალბომის პროდუსერიცაა, ხმის დიზაინზე კი Bohemian Rhapsody-ზე მომუშავე ხმის ჯგუფმა.

Bowie-ს მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი პირები სულაც არ არიან დაინტერესებული მის შესახებ Bohemian Rhapsody-ს მსგავსი ბიოგრაფიული ფილმი შეიქმნას. Bowie-ს ქვრივის მიერაც არაერთხელ გაჟღერებულა, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება თავად არტისთტისთვისაც არ იქნებოდა მისაღები, ვინაიდან 1998 წელს David Bowie-მ ტოდ ჰაინეს არ მისცა ლიცენზია ფილმში Velvet Goldmine თავისი მუსიკა გამოეყენებინა. საინტერესოა, რომ მიუხედავად ამგვარი პოზიციისა, ბრეტ მორგენმა ახალი ფილმის შესაქმნელად ოჯახის მხარდაჭერა მოიპოვა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *