ამერიკულმა ჰიპ-ჰოპ ჯგუფმა A Tribe Called Quest, მათი წევრის Phife Dawg-ის სიკვდილის შემდგომი ალბომის „Forever” გამოსვლის თარიღი გაავრცელა.
ჯგუფმა, 20 ნოემბერს ინსტაგრამ გვერდზე რეპერის დაბადების დღის მოსალოც პოსტში, „Forever”-ის გარეკანიც გაავრცელა და აღნიშნა, რომ ალბომი 2022 წლის 22 მარტს გამოქვეყნდება.
Phife Dawg – ნამდვილი სახელით მალიკ ტეილორი – 2016 წელს დიაბეტით გამოწვეული გართულებების შემდეგ 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ბოლო ნამუშევარი A Tribe Called Quest-ის რიგით მეექვსე ალბომი ‘We Got It from Here… Thank You 4 Your Service’ იყო, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა. ტეილორის შემოქმედებამ ისეთ მუსიკოსებზე მოახდინა გავლენა, როგორებიც არიან Kanye West, Jill Scott, The Roots და Common. A Tribe Called Quest-ის 1991 წელს გამოცემული ჩანაწერი „The Low End Theory“ კი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ალბომად არის მიჩნეული.