ფონდი “ელექტრონავტი” ტრადიციულად  ინოვაციური პოპკულტურის დაჯილოების ცერემონიალს, „ელექტრონავტ”-ს ატარებს, რომელიც წელს მეთორმეტედ იმართება.

ტრადიციულად, ელექტრონავტების ვინაობას ინტერნეტ-გამოკითხვის მონაწილეების გარდა, ასევე განსაზღვრავს ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური.ჟიურიმ წელს 9 ნომინაციაში, 200 ზე მეტი არტისტის (2020 წლის სექტემბრიდან, 2021 წლის 15 ნოემბრამდე) გამოქვეყნებული ნამუშევარი განიხილა. მომხმარებლებს სასურველ კანდიდატებზე ხმის მიცემის შესაძლებლობა ელექტრონავტების ვებ-გვერდზე შეუძლიათ. ყველას შეეძლება თითოეულ კატეგორიაში სამი ფავორიტი დაასახელოს.

პანდემიიდან გამომდინარე, კატეგორიების სიიდან ამოღებულია ფესტივალის ნომინაცია, ხოლო საუკეთესო ცოცხალი შესრულების ნომინაცია, “ლაივ სთრიმის” ნომინაციით ჩანაცვლდა.

საჯარო ხმის მიცემა 9 დეკემბრამდე გაგრძელდება, გამარჯვებულები კი 11 დეკემბერს გამოვლინდება.

ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპ-კულტურის ყოველწლიური  ფესტივალი, „ელექტრონავტი“ 2007 წელს დაარსდა და მის მიზანს ნიჭიერი, ახალგაზრდა ქართველი არტისტების გამოვლენა წარმოადგენს სხვადასხვა ნომინაციაში. გამარჯვებულები პრიზებს იმ კონტენტისთვის იღებენ, რომლებსაც  ბოლო ერთი წლის  განმავლობაში ქმნიან. 2010 წლიდან მონაწილეებს საერთაშორისო ჟიურის წევრები აფასებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *