CES Records-მა ნიკა მაჩაიძის იგივე Nikakoi-ის მუსიკალური ანთოლოგიის მე-2 სეზონის ფარგლებში ალბომის “D_00” გამოცემა დააანონსა.
“D_00” ნიკა მაჩაიძემ 1997-98 წლებში დაწერა. იგი მოიცავს 12 კომპოზიციას, რომელთა განახლებული ვერსიები პირველად 2021 წლის 3 დეკემბერს გამოიცემა. მუსიკის ავტორი, პროდიუსერი და ალბომის გარეკანის ავტორი თავად ნიკა მაჩაიძეა, განახლებული ჩანაწერის მასტერინგი კი გიორგი ქორიძემ გააკეთა.
ალბომის ოფიციალურ გამოსვლამდე ჩანაწერი შეგიძლიათ მოისმინოთ და წინასწარ შეიძინოთ Bandcamp-ზე:
ნიკა მაჩაიძე ქართული ელექტრონული სცენის ერთ-ერთი პიონერი წარმომადგენელია, რომლის მუსიკისთვისაც დამახასიაებელია ექსპერიმენტული, ემბიენთ თუ IDM ჟღერადობა. CES Records-ზე მისი მუსიკალური ანთოლოგის სერია 25 ივნისს პირველი EP “LAM-a97”-ით დაიწყო. ანთოლოგიის მეორე სეზონი 1997-2005 წლებში გამოცემულ სრულმეტრაჟიან სამ ალბომს გააერთიანებს, სადაც თავმოყრილი იქნება Nikakoi-ს აქამდე გამოუცემელი ნამუშევრები.