Joy Division’s Closer is often considered the crown jewel of post-punk, but Y – inchoate with potential, the fire to Joy Division’s ice – has an equal claim”. – Mark Fisher
1976 წელს, ბრისტოლში, ქალაქის Პოლიტილური და სოციალუირი პრობლემებზე საუბარისთვის და პროტესტისთვის ადამიანები ნებისმიერი ხელოვნების ფორმას მიმართავდნენ – სტრიტ არტიდან მუსიკამდე. პოლიტიკური აქტივიზმით და მულტიკულტურალიზმის გავლენებით , აქ მრავალფეროვანი მუსიკალური სცენა ყალიბდებოდა, რომელიც მოიცავდა პანკსაც, ჯაზსაც, რეგისაც და სხვა მრავალ ჟანრს.
Პანკის აღორძინებისას, Ramones კონცერტის შთაგონებით, ბრისტოლში პანკ ჯგუფი The Cortinas ჩამოყალობდა (რომლის გიტარისტი ნიკ შეფარდი რამდენიმე წელიწადში The Clash – ს შეუერთდა), და პატარა ინდუსტრიული ქალაქის მუსიკალურ სცენაზე სხვადასხვა პანკ ბენდები გამოჩნდნენ.
მარკ სტიუარტი, საიმონ ანდერვუდი, ჯონ ვადინგტონი, გარეტ სეიჯერი და ბრიუს სმიტი ერთმანეთი საერთო მუსიკალური ინტერესების საფუძველზე გაიცნეს. Ფანკის, ფრი ჯაზის და აფრო-ამერიკული მუსიკისადმი სიყვარულით გაერთიანებულნი და შთაგონებულნი, ბენდის შექმნა გადაწყვიტეს და ხანგრძლივი სახელის ძიების შემდეგ, ირონიულად The Pop Group დაარქვეს.
The interesting thing about punk is that it came from the people. And the interesting thing about Bristol is that we were not in isolation. – Mark Stewart
ახალი შექმნილი ბენდი საკუთარი ჟღერადობის ძიებაში მუსიკალური ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო. The Sex Pistols – ის პროტესტით, New York Dolls ენერგეტიკით და Pere Ubu-ის ორიგინალურობით გატაცებულები, საკუთარ მუსიკაში ფანკთან და ფრი ჯაზთან ერთად The Pop Group-მა პანკის ელემნტებიც შემოიღეს, რის შედეგად მათი ჟღერადობა უჩვეულო და განსაკუთრებული გახდა. Რამდენიმე კონცერტის ჩატარების შემდეგ , ოთხი მოსწავლის ექსპრომტად შემქნილმა ჯგუფმა ბრიტანული პრესის ყურადღების ცენტრში მოიქცა – ამის შედეგად, სადებიუტო ალმომის ჩაწერამდეც კი ცნობილ მუსიკალურ გამოცემის NME -ს 1978 წლის ოქტომბრის ნომერის გარეკანზე მოხვდნენ.
Seeing the Sex Pistols rip up a tiny stage made us feel a thousand feet tall. I’ve got this saying about ‘the arrogance of power,’ but we had the power of arrogance.” – Mark Stewart
The Pop Group-ის სადებიუტო ალბომი Y 1979 წელს Radar Record-ზე გამოვიდა. ახალი , მაგრამ უკვე ფართოდ ცნობილი ჯგუფისთვის პრიდიუსერის არჩევის უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ და ისინი რეგი მუსიკოსი დენის ბოველი (Dennis Bovell) აირჩიეს, რომელთანაც ერთად ამ ალბომზე იმუშავეს. Y-ზე ჩატარებულმა მუსიკალურმა ექსპერიმენტმა ახალი ჟანრს – თრიპ-ჰოპს (რომელიც ასევე “ბრისტოლური ჟრერადობის” სახელით არის ცნობილი) და პანკის ქვეჟანრს – პოსტ-პანკს საფუძველი ჩაუყარეს.
Y – ის პოლიტიკური განაცხადი, მეამბოხეობა და მუსიკალური ჟანრების წესების უგულველყოფა ალბომის გარეკანიდან იწყება, სადაც პაპუა ახალ გვინეაში მცხოვრები პრიმიტიული ტომია გამოსახული. Პირველი შეხედვით, ეს გარეკანი სხვა ჟანრთან შეიძლება ასოციაცია გამოიწვიოს და სულ სხვანაირად შეიძლება იფიქრო, თუ რომელი ქვეყნიდანაა ეს მუსიკა. The Pop Group მსმენელის სტერეოტიპებს და მოლოდინებს სულ თავდაყირა დააყენებს.
I think taking risks and experimenting is where magic happens.” – Mark Stewart
Პირველი სიმღერიდანვე “She’s Beyond Good and Evil” , აშკარაა, თუ როგორი რთულია მათთვის სათქმელის თქმა მხოლოდ ერთ ჟანრის ჩარჩოში. ალბომის განმავლობაში არ წყდება ავანგარდისტული ჟღერადობების მქონე მოლოტოვის კოქტეილი, რომელიც ფეთქდება რიტმული ფანკის ბასით, მასთან დისონანსში შესული პიანინოს პარტიებით და ატმოსფერული საქსოფონის ხმით, რომლის როლი განსაკუთრებით აღსანიშნავია “Thief of Fire”-ში , რომელმაც პოლიტიკურ ნარატივთან ერთად კომპოზიციას აპოკალიპტურ ხასიათს აძლევს. ექსპერიმენტულ ხასიათს არამხოლოდ ინსტრუმენტალური, არამედ ვოკალური ნაწილიც ატარებს – მარკ სტიუარტის ხმა კომპოზიცია “Snow Girl”-ის 20 წლების კაბარეს ჟღერადობიდან , “Blood Money” -ს და “We Are Time” -ის სწრაფ რიტმებს ერწყმის და ტონალური სიუხეშეს მწვერვალს აღწევს იმისთვის, რომ “Savage Sea”-ს პირქუშ და მელანქონიურ ატმოსფეროში გაქრეს. “Savage Sea” კი ცალკე არის აღსანიშნავი როგორც ტემპით ყველაზე ნელი და ამავედროულად ცივი კომპოზიცია, სადაც ქოროს, კლავიშების და ელექტრონული ჟღერადობა სტიუარტის შორიდან მოჩურჩულე ვოკალთან ერთად დაკარგული ადამიანის მარტოობის მძაფრ გრძნობასთან ასოციაციას იწვევს. თუმცა, ამით ალბომის სევდიანი ხაზი ქრება და ადგილს ისევ იკავებს ჯაზ-პანკის ვაქხანალია, სადაც dub სტილში ბასის რიტმი ოვერდრაივი გიტარის პარტიას უერთდება და საბოლოოდ, ინსტრუმენტალით სახელად “3:38” სრულდება.
“Let’s make a really wild album and stop trying to be the next step after the Clash. Let’s go miles beyond that, out into space. And that’s what it is. Y is absolutely brutal. I don’t see anybody coming out with a first album as corrosive and demented as Y. – Gareth Sager
ალბომის ტექსტები, რომლებიც მაშიც სოციალურ და აქტუალურ საზოგადოებრივ წყობას მწვავედ აკრიტიკებდნენ, ძირითადად პოლიტიკური მემარცხენე ხასიათისაა, როგორც ამ დროისთვის ბევრი ჯგუფისთვის დამახასიათებელი იყო (Gang of Four, Cabaret Voltaire, Public Image Ltd, და ა.შ.) , თუმცა ლიტერატურასაც დიდი გავლენა იქონია ტექსტებზე, მაგალითად , Სიმღერა “Boys from Brazil” შთაგონების წყარო ამერიკელ მწერალ ირა ლევინის იგივე სახელწოდების წიგნი იყო. Მას სტიუარტი სხვა კომპოზიციაშიც “Blood Money”-შიც ახსენებს: “ An order is an order/ Even when it makes no sense/ An order is an order/Even when/An order is an order. “ ლევინის გარდა, სტიუარტი უილიამ ბეროუზით, ფრანგული პოეტებით, ეგზისტენციალური ფილოსოფიის და სიტუაციონისტური მოძრაობის მიმდინარეობით იყო გატაცებული, რომლებმაც რადიკალურ ხელოვნებას და პოლიტიკურ რევოლუციას განუყოფელ მოვლენებებად მოიაზრებნენ.
Please don’t sell your dreams/Please don’t sell your dreams/Don’t live in somebody else’s dream/Don’t live in somebody else’s dream – The Pop Group
სამწუხაროდ, Y-ს გამოშვების შემდეგ, The Pop Group-მა მხოლოდ 2 წელი იარსება და ალბომი “For How Much Longer Do We Tolerate Mass Murder” ჩაწერის შემდეგ 1981 წელს ჯგუფის წევრების შორის კონფლიქტების გამო დაიშალა. Არსებობის მოკლე პერიოდის მიუხედავად, The Pop Group -მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პანკის გადააზრებაში, შემდომ კი, როგორც უკვე ვახსენე, პოსტ-პანკის და თრიპ-ჰოპის განვითარებაში და ისეთი არტისტების როგორც Massive Attack, Nine Inch Nails, Bauhaus, Sonic Youth, Nick Cave ინსპირაციის წყაროდ იქცა. მართალია, The Pop Group 2010 წელს დაბურნება გადაწყვიტეს და 2015 წელს ახალი ალბომი Citizen Zombie ჩაწერეს, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.