სანამ მიცკის მეექვსე ალბომი ,,Laurel Hell” მომავალი წლის 4 თებერვალს Dead Oceans-ზე გამოვა, მუსიკოსი ალბომში შემავალ მესამე კომპოზიციას “Heat Lightning” და მასზე გაკეთებულ ვიდეოს გვიზიარებს. “Working for the Knife” და “The Only Heartbreaker”-სგან განსხვავებით არ არის სპეცეფექტები გამოყენებული. აქ მიცკი არც ცეცხლში ხტუნავს და სასიამოვნო საყურებელიც არის. ვიდეო ანიმაციურია, რომელსაც სიმღერის ტექსტი ტიტრებად გასდევს და მასზე Alex Moy-მ იმუშავა.
