2020 წლის 12 დეკემბერს იაპონელმა კომპოზიტორმა რიუიჩი საკამოტომ ტოკიოს სტუდიაში ონლაინ სოლო კონცერტი ჩაატარა, სადაც ფორტეპიანოზე მისი ცნობილი ნამუშევრები შეასრულა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის 12 დეკემბერს, ეს ჩანაწერი ალბომად „Playing the Piano 12122020“ გამოიცა.

ალბომში შესული კომპოზიციებია:

1. Andata
2. Bibo no Aozora
3. Aqua
4. Aubade 2020
5. Aoneko no Torso
6. Mizu no Naka no Bagatelle
7. Before Long
8. Perspective
9. Energy Flow
10. The Sheltering Sky
11. The Last Emperor
12.The Seed And The Sower
13. Merry Christmas Mr. Lawrence
14. MUJI2020
15. Improvisation – 20201212

კონცერტზე ნაკლებად შევხვდებით იმპროვიზაციას, თუმცა განსხვავებული ინტერპრეტაცია მაინც შესამჩნევია. განსაკუთრებით კი მუსიკის ტემპი. წლების განმავლობაში საკამოტოს მუსიკა უფრო შენელდა, რამაც მსმენელთა არაერთგვაროვანი მოსაზრება გააჩინა. ამაზე კი კომპოზიტორი პასუხობს, რომ ბოლო წლებია მას მუსიკა სხვანაირად ესმის და ახლა მუსიკაში ხმაურზე დაკვირვება სურს. საკამოტოს თქმით, როგორც კომპოზიტორს, მას უკვე აღარ აინტერესებს ისეთი მუსიკის წერა, რომელსაც დასაწყისიდან დასასრულამდე განსაზღვრული სივრცე უკავია. მაგალითად კი აღნიშნავს, რომ თავად ბეთჰოვენიც ვერ შეეჯიბრება წვიმის ხმას. მას კი ფანჯრის გამოღების შემდეგ წვიმის ხმის მიყურადებაზე მეტად არაფერი უყვარს.

ლოქდაუნი რთული პერიოდი აღმოჩნდა შემსრულებლებისთვის, თუმცა მეორე მხრივ, მან შესაძლებლობა მოგვცა გადაგვეაზრებინა გარემოსთან ჩვენი კავშირი. სწორედ ამ კავშირზე დასაკვირვებლად საკამოტო კონცერტზე „Playing the Piano 12122020“ მუსიკას ანელებს.  

მიუხედავად იმისა, რომ ლაივ შესრულება ონლაინ გაიმართა კომპოზიტორის მიზანი მსმენელთან ინტიმურობის მიღწევა იყო, რაც ჩანაწერის მოსმენით ნამდვილად იკვეთება. 1 საათისა და 6 წუთის განმავლობაში იგი მსმენელს უტოვებს შესაძლებლობას მისი სუნთქვისა თუ ინსტრუმენტთან შეხების ხმაურის გაგონებით წარმოიდგინონ, რომ ისინი ერთ ოთახში არიან.

მოისმინეთ ჩანაწერი:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *