ბრიტანელი მუსიკოსი Burial ახალი EP-ით Antidawn ბრუნდება, რომელსაც ასევე ბრიტანული ლეიბლი Hyperdub სტრიმინგ პლატფორმებზე 6 ნოემბერს გამოუშვებს.

EP-ის შესახებ ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რაც Hyperdub-ის მიერ სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ამ ინფორმაციით, მუსიკა მსმენელს ღამეში იტყუებს და ზამთრის ქალაქში ამოგზაურებს. ამ მოგზაურობის შედეგი და გამოცდილება კი ერთდროულად ნუგეშისმომცემიცაა და შემაშფოთებელიც, რაც საბოლო ჯამში წარმოქმის მშვიდ და არაამქვეყნიურ მცხუნვარებას სიცივის წინააღმდეგ.

Burial ზამთარნარევი ამბების მოყოლას რომ გვიპირებს, ამაზე მისი ახალი ფოტოც მიგვანიშნებს. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ და ვნახოთ ჩვენ რამდენად გადავურჩებით ზამთრის მელანქოლიას, რომელსაც ეს EP, ეჭვი მაქვს, რომ მხოლოდ გაამწვავებს.

Antidawn EP-ის კომპოზიციების სია:

1.Strange Neighborhood
2.Antidawn
3. Shadow Paradise
4. New Love
5. Upstairs Flat

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *