უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულ ომს ქართული მუსიკალური სცენაც ეხმიანება, მათ შორის არიან ნიკა მაჩაიძე (Nikakoi) და ნასტია სართანია (sTia), რომლებიც CES Records-ზე ახალ ნამუშევრებს აქვეყნებენ.
“„და აი, რეალობაც. ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში 6 წლის გოგონა, სახელად ტანია, მარტო და შეშინებული გარდაიცვალა დეჰიდრატაციისგან. როგორ შეუძლია მას, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი, ღამით დაიძინოს? დარწმუნებული ვარ ყველა, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი, სათანადოდ გადაიხდის“. – წერს ნიკა მაჩაიძე, რომელმაც კომპოზიცია “Lullaby for Tanya” გამოაქვეყნა.
“ვიმედოვნებ რომ ყველა უკრაინელი იცხოვრებს სიმშვიდეში და მალე შეძლებენ სახლებში დაბრუნებას, ისინი დღეს პუტინის ტერორის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის იბრძვიან – ვკითხულობთ sTia-ს განცხადებაში, რომელმაც კომპოზიცია “Home” გაავრცელა.