CES Records-ის კომპილაციის “Sleepers Poets Scientists Vol. 2” ფარგლებში ანუშკა ჩხეიძის კომპოზიციაზე “Give Me Age” ახალი ვიდეო გამოქვეყნდა

“Give Me Age” კომპილაციის პირველი ჩანაწერია, რომლის ვიდეოს ავტორი ნიკა მაჩაიძეა, მასტერინგი კი გიორგი ქორიძეს ეკუთვნის. კომპოზიციის შეძენასა და სტრიმინგ პლატფორმებზე მოსმენას 23 ივნისიდან შეძლებთ.

კომპილაცია „Sleepers Poets Scientists“ 8 ქართველ ქალ მუსიკოსსა და პროდიუსერს აერთიანებს, რომელთა შორის არიან: ანუშკა ჩხეიძე, ნატალია ბერიძე, sTia, თამო ნასიძე, თამთა გვარლიანი, ELY ANN, ნაზი ჭავჭანიძე და ნინა სიმონიშვილი.

„Sleepers Poets Scientists Vol. 2“ 29 ივლისს CES Records-ზე გამოიცემა. მანამდე კი შეგიძლიათ კომპილაციის ფირფიტა წინასწარ შეუკვეთოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *