დიდუბე რექორდსი ექსპერიმენტული ლეიბლია, რომელიც კომუნალური პრინციპით შეიქმნა დიდუბის რაიონის წერეთლის 73-ის (სსრკ-ს დროს ე.წ. “მუნჯების კორპუსის”) ეზოში და განვითარდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ერთობლივი მუშაობით.

ლეიბლზე უკვე ვიხილეთ MoonG-ის Bori$ the Blade- სა და Mesxi რელიზები.

MoonG-ის რომ დავესესხოთ “რატომ უნდა შეუერთდე საზღვაო ფლოტს, როცა შეგიძლია იყო მეკობრე?”

ხოდა მეკობრეებში Open Call გამოცხადდა და გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:

დიდუბეში გვინდა გავაძროთ ხალხი ვისაც მუსიკის კეთება უნდა და არააქ სტუდია. არყავს პროდიუსერი, არ იცის მიქსინგი, ან ვაბშე არაფერი არ იცის მარა მუსიკის კეთება უნდა.

მარტო ესაა საჭირო:

1. მოგვწერე ინსტაგრამზე, მეილზე ან ნებისმიერ ადგილას სადაც ხმა მოგიწვდება.

2. გვებაზრე რა გინდა, რა გევასება, და რისი გაკეთება გინდა

3. ჩაგვიყარე შენი გაკეთებული ტრეკი ან ტრეკები.

მუსიკის ჟანრს(მიმდინარეობას) არ ვაქცევთ ყურადღებას

Instagram

Facebook

diduberecords@gmail.com”

წარმატებები და ველით საინტერესო სიახლეებს <3

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *