Dancing On Architecture-ის კოლექტივის მორიგი საქველმოქმედო მარათონი Sounds of Poland, 16-17 სექტემბერს მუტანტ რადიოს ფიზიკურ სივრცეში გაიმართა. პოლონური მუსიკის სელექციები გვამოგზაურებს ლოკალური მუსიკის, სხვადასხვა სტილის, დეკადისა და ქალაქების მუსიკალურ ჟღერადობებში.
წინა ღონისძიებების მსგავსად, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობისთვის დამატებით შეგროვდა 4100 ₾, რაც გადარიცხულია ომით დაზარალებული უკრაინის ბავშვთა ფონდში Голоси дітей. Mutant Radio-ს გუნდთან ერთად, DOA-ს მარათონების ფარგლებში აღნიშნულ ფონდში ჯამურად 9100 ₾ გადაირიცხა.
Პოლონური ფოლკლორი [ სელექტორი: თეა მიქელაძე ]
პოლონური ფოლკლორი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც თავად პოლონეთის რეგიონები და ლანდშაფტი. ის, ვინც მღერის, ხან მწყემსი, გლეხია და ხანაც ბრძოლიდან ახლად დაბრუნებული მეომარი. და ის, რაზეც ისინი მღერიან, ასახავს პოლონელი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას, ბუნების სიყვარულს და დღესასწაულების, გლოვისა და ბრძოლის ჩვეულებებს.
გდანსკის ჟღერადობები [ სელექტორი: მარიამ ლეჟავა]
ზღვასთან სიახლოვე, ჩრდილოეთის სიცივე თუ მნიშვნელოვანი ისტორიული წარსული – ეს ის ძირითადი ელემენტებია რაზეც პოლონეთის ქალაქ გდანსკის მუსიკალურ სცენაზე მუდმივად ხდებოდა რეფლექსია. საპორტო ქალაქი საუკუნეების განმავლობაში ღია იყო განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის სტუმრებისთვის, რაც მის კულტურულ ცხოვრებასაც ჩარჩოებისგან ათავისუფლებდა. ჯაზი და მეტალი გდანსკის მუსიკის ფუნდამენტური ჟანრებია, თუმცა გარდა ამისა, ქალაქში იქმნებოდა და იქმნება როკის, ექსპერიმენტული, თანამედროვე კლასიკისა თუ სხვა მნიშვნელოვანი მიმართულების მუსიკალური კომპოზიციები. სელექცია, ქალაქის მსგავსად, ჟანრობრივ ჩარჩოს არ ითვალისწინებს და ცდილობს გდანსკის მრავალფეროვანი სცენა 1 საათში მოაქციოს.
კრაკოვის ჟღერადობები [ სელექტორი: რეზი ხუნწელია]
კრაკოვის ჟღერადობები მოიცავს მუსიკალური ტრადიციების მრავალფეროვან ასპექტს, რომელიც წარმოიშვა და გაჟღერდა ქალქაში, რომელიც ტრადიციულად იყო პოლონეთის აკადემიური, კულტურული და მხატვრული ცხოვრების ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი. პირველი ცნობილი პოლონელი კომპოზიტორი, მიკოლაი რადომელი, რომელიც მე-15 საუკუნეში ცხოვრობდა, სწავლობდა და მოღვაწეობდა კრაკოვში. მე-16 საუკუნის განმავლობაში, ძირითადად, ორმა მუსიკალურმა ანსამბლმა – ორივე დაფუძნებული კრაკოვში და მფლობელობაში მყოფი ვაველის მეფე და მთავარეპისკოპოსი – გამოიწვია პოლონური მუსიკის სწრაფი განვითარება.
კრაკოვი ყოველთვის ძალიან ღია იყო ახალი მუსიკალური ჟანრებისთვის და ისეთი მუსიკალური სტილები, როგორიცაა ფოლკლორული მუსიკა, როკი, მეტალი, ჯაზი, ელექტრონული და ახალი ტალღა კარგად იყო დამკვიდრებული. ქალაქს ასევე აქვს ჯაზის ხანგრძლივი ტრადიცია, ადგილობრივი ჯაზის გამორჩეული ტალანტებითა და რამდენიმე კლუბით, რომლებიც თითქმის ყოველ საღამოს გვთავაზობენ ცოცხალ მუსიკას. და, რა თქმა, Unsound Festival – კრაკოვის ფესტივალი რთული და მრავალფეროვანი შემადგენლობით, რომელიც ხშირად საერთაშორისო ტალღებს იწვევს და უკვე მსოფლიო მასშტაბით მისი ცნობადობაც მაღლდება.
Პოლონური ექსპერიმენტული მუსიკა [ სელექტორი: ნასტია სართანია]
ექსპერიმენტული მუსიკა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და მრავალფეროვანი ჟანრია, რომელსაც დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პოლონურ კულტურაში. მისი ჟღერადობრივი იდენტობა ისახება იმ გავლენებით, რომელიც უდაოდ აკადემიური ჟანრებიდან მოდის, როგორიცაა კლასიკური მუსიკა და ჯაზი, რაც თვალსახად მეტყველებს პოლონელი ხალხის თავისუფლებისადმი დიდ სიყვარულზე.
Პოლონური yass მუსიკა [ სელექტორი: ჯაბა შავიშვილი ]
1990-იან წლებში პოლონეთი აყვა ახალდაბადებულ მუსიკალურ მოძრაობას, რომელსაც სხვა არაფერი სურდა, იმის გარდა, რომ შექმნილი წესრიგი რადიკალურად დაეშალა და ფერფლად ექცია. ამ ახალ მიმართულებას ეწოდა … “yass”.
Yass არის ტერმინი, რომელიც გამოიყენეს 1990-იანი წლების დასაწყისში პოლონელმა ავანგარდულმა ჯაზ-მუსიკოსებმა ტიმონ ტიმანსკიმ (Tymon Tymański) , Mazzoll და ტომაშ გვინჩინსკიმ (Tomasz Gwinciński) ჯვარედინი-ჟანრის (cross-genre), ხშირად არითმული იმპროვიზაციული მუსიკის აღსაწერად, რომელსაც ისინი უკრავდნენ. Yass აჯანყებული იყო ყველაფერზე. მათი ამბოხის გამომწვევი მიზეზი შეიძება ყოფილიყო: მთავრობა, დაუდევარი საზოგადოება, მედია, ადრეული კაპიტალისტური კონსუმერიზმი, კანონი, უფერულობა, ენა და თუნდაც ამინდი.
Პოლონური დაბი და რეგი [ სელექტორი: ნანუკა ბარნაბიშვილი]
პოლონური რეგის სცენა შექმნეს ყოფილმა პანკებმა, ჰიპებმა, პოსტ-ჰიპებმა და ახალი ტალღის შემქმნელებმა. პოლონეთში იამაიკური მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი პირველი გამოცემა 1960-იანი წლებით თარიღდება. იამაიკური კალიფსო, სკა და რეგის ჩანაწერებმა, პოლონეთამდე დიდი ბრიტანეთის გავლით მიაღწია, მაგრამ არ იყო ფართოდ ხელმისაწვდომი. ამ ჩანაწერებზე, ძირითადად ხელი მიუწვდებოდათ მეზღვაურებს, რომლებმაც დასავლური ალბომები პოლონეთში შემოიტანეს, ასევე აქტიურ მსმენელებსა და დასავლური მუსიკის თაყვანისმცემლებს, რომლებიც ცდილობდნენ ნებისმიერი ახალი რელიზი ხელში ჩაეგდოთ და მათი მუსიკალური ჰორიზონტი გაეფართოებინათ.
Პოლონური პანკი და პოსტ-პანკი [ სელექტორი: ქუჯი ტაბაღუა]
1980-იან წლებში მეამბოხე პოლონური პანკის მუსიკა, კომუნისტური რეჟიმის პირობების მიუხედავად, მტკიცედ დამკვიდრდა და მისი პირველადი კერები წარმოიშვა როგორც დიდი ქალაქების სამხატვრო გალერეებში, ასევე პატარა ქალაქების კულტურულ ცენტრებში.
პოლონური პანკ როკ ბენდების კატეგორია მოიცავს ყველა დროის პანკ როკ ჯგუფებს, მათი ცალკეულ ქვესტილებად დაყოფის გარეშე. ამ კატეგორიას აქვს შემდეგი 2 ქვეკატეგორია: პოლონური ჰარდკორ პანკ ბენდები და პოლონური პოსტ-პანკ ჯგუფები.
60-70-იანების პოლონური მუსიკა [ სელექტორი: ხატია გოგრიჭიანი]
60-70-იან წლებში დასავლური მუსიკა სხვა სსრკ ქვეყნების მსგავსად, პოლონეთშიც შეზღუდული იყო. ამის მიუხედავად, დიდი ბენდები, როგორიცაა Beatles და Rolling Stones, საკმაო პოპულარობით სარგებლობდა და გავლენა იქონია ახალგაზრდა მუსიკოსებზე. ამ ათწლეულების განმავლობაში პოლონურ მუსიკალურ სცენაზე დაიბადა რამდენიმე საკულტო მუსიკოსი და როკ ჯგუფი: Tadeus Napela (The Breakout), Czesław Niemen, Niebiesko-Czarni, Czerwone Gitary. პოლონური ბენდები და მუსიკოსები თბილისშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, საკონცერტო დარბაზში მათ მოსასმენად უამრავი ადამიანი იკრიბებოდა.
80-90-იანების პოლონური მუსიკა [ სელექტორი: ეკატერინა ხარბედია]
80-იანი და 90-იანი წლების პოლონური მუსიკა საკმაოდ მრავალმხრივი და ექსპერიმენტებით გაჯერებული იყო. პოსტპანკიდან ემბიენტ და ელექტრონულ მუსიკამდე, პოლონელი მუსიკოსები ცდილობენ გამოიკვლიონ ახალი ჰორიზონტები და შეაერთონ სხვადასხვა ჟანრები, შედეგად მიიღონ დასამახსოვრებელი და საინტერესო მელოდიები. ბევრმა ჯგუფმა და არტისტმა, რომლებიც მუშაობდნენ ამ დეკადებში, დიდი გავლენა მოახდინეს თანამედროვე პოლონურ მუსიკალურ სცენაზე.
2000-10-იანების პოლონური მუსიკა [ სელექტორი: სალო ვარდანაშვილი]
პოლონელმა მუსიკოსებმა ისტორიის მანძილზე განავითარეს და პოპულარიზაცია გაუწიეს სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრს. 2000-10-იანი წლების პოლონური მუსიკაც საკმაოდ მრავალფეროვანია. პოპულარულია ისეთი ჟანრები, როგორიცაა ჯაზი, როკი, პანკი, პოსტპანკი, ჰიპ-ჰოპი.
Პოლონური ელექტრონული და საცეკვაო მუსიკა [ სელექტორი: მარიამ ტალიაშვილი]
მაშინ, როცა ახალგაზრდა ტრენდსტერები მთელს ევროპაში ეძებენ ახალ საკლუბო დედაქალაქს, კონტინენტის ჰიპსტერული გვირგვინის მქონე სხვა ადგილებისგან პოლონეთი გამოირჩევა თავისი შთამბეჭდავი ელექტრონული მუსიკალური სცენით. ელექტრონული მუსიკა არაპოპულარული ადგილებიდან ახლა ცნობადობის პიკზეა. აღმოსავლეთ ევროპა, სადაც ჟანრს მემკვიდრეობა აკლია, მიმზიდველი ადგილია იმ მსმენელებისთვის, რომლებსაც სურთ აღმოაჩინონ ახალი ანდერგრაუნდ ხმები. სელექციაში მოუსმენთ რამდენიმე საუკეთესო პოლონელ დიჯეისა და პროდიუსერს, რომლებიც სცენაზე გამორჩეულ ადგილს იკავებენ.
Პოლონური დისკო-პოლო [ სელექტორი: ნინუცა კახიანი]
დისკო პოლო, ასევე ცნობილი როგორც “Sidewalk music” არის პოლონური საცეკვაო მუსიკის ჟანრი, რომელიც წარმოიშვა 80-იანი წლების ბოლოს პოლონური ფოლკლორიდან და პოპულარობის პიკს მიაღწია 90-იან წლებში. იგი თავდაპირველად დაიბადა ქორწილებში, სადაც მუსიკოსები უკრავდნენ პოლონურ სასიყვარულო სიმღერებს, მოგვიანებით დაამატეს ელექტრო ინსტრუმენტები და ევროპული დისკო ელემენტები, განსაკუთრებით Italo Disco. დისკო პოლო ხასიათდება მარტივი აკორდის პროგრესიებით, ვულგარული, პრიმიტიული ტექსტებით და სინთეზიზატორის ბგერების გამოყენებით.
პოლონური Პოპი და სოული [ სელექტორი: კატიშა დაშნიანი]
სელექციაში მოუსმენთ უახლეს R&B, Soul და პოპ მუსიკას პოლონეთიდან. ზოგიერთი შემსრულებელი იყოფა სხვადასხვა ჟანრსა და სტილს შორის. ეს მუსიკოსები პოლონეთის ჩარტებში პირველ პოზიციებს იკავებენ.
ვროცლავის ჟღერადობები [ სელექტორი: სალომე ოთარაშვილი]
ვროცლავი, ასევე ცნობილი როგორც ბრესლაუ (ქალაქის ძველი, გერმანული დასახელება 1945 წლამდე) სილეზიის ისტორიული ნაწილია. მუსიკალური გემოვნებისა და ჟანრების მრავალფეროვნების მიუხედავად, ქალაქის Მთავარი ხმოვანი ხაზი გაჯერებულია მაცხოვრებელთა მებრძოლი სულითა და ომგამოვლილი ისტორიით. 80-იან წლებში Საკუთარი ძალებით გამოცემული კასეტებიდან დაწყებული, დღევანდელი მუსიკალური გამოცემებით დამთავრებული, ვროცლავის გამორჩეულად მელოდოური ჟღერადობები აძლიერებს ლოკალურ სცენას.