“იას უთხარით” გოგი ძოძუაშვილისა და მზია არაბულის 21 წლიანი (2001-2022) თანამშრომლობის შედეგად შექმნილი ალბომია, რომელსაც მსმენელი 18 ნოემბერს იხილავს.
მზია ხევსურეთიდანაა და თბილისის კინომსახიობთა თეატრში მოღვაწე მსახიობია. მას ბავშვობიდან ახსოვს ხალხური სიმღერები, რომლებსაც მის ოჯახში მღეროდნენ, ასევე ჯადოსნური პოეზია, რომელიც ქრისტიანული რიტუალების ნაზავითა და წარმართობის ელემენტებითაა გაჯერებული.
ალბომი 12 კომპოზიციას აერთიანებს, რომელთანაგან 11 მზიას შესრულებითაა და მოიცავს როგორც ხალხურ, ასევე ვაჟა-ფშაველას პოემებს. ალბომის განსხვავებული ჟღერადობები, მზია არაბულის სიმღერა და გოგი ძოძუაშვილის ელექტრონული მუსიკა, ქმნის ორ პარალელურ ხაზს, რომლებიც ერთმანეთს არ კვეთენ, მაგრამ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ მესამე ხაზს ქმნიან.
ერთ-ერთი კომპოზიცია “დიდება” უკვე საუნდსქლაუდზეა ხელმისაწვდომი.