Stochastic Device ანუ საუნდტრეკი ანიმესთვის, რომელიც არ არსებობს.

ამ სახელით გამოვიდა ნიკაკოის ახალი ალბომ-პროექტი ,რომელიც 7 კომპოზიციისაგან შედგება და 7 მეომრის ისტორიას მოგვითხრობს.

პროექტის ფარგლებში, მუსიკალური ნაწილის გარდა, ნიკამ ყველა იმ კომპონენტზე იმუშავა რომლებიც ანიმეს სჭირდება, როგორებიცაა: პერსონაჟების დიზაინი, სცენის ჩანახატები, გარემოს ესკიზები, სცენარის მაგალითები, მცირე ნაწყვეტები სცენარიდან, მაგრამ თავად ფილმი არ იქნება.

ამ გზით მან მსმენელს ფილმის საკუთარი მუდმივი ვერსიების ჩამოყალიბების და განვითარების შესაძლებლობა დაუტოვა.

ყველაფერი რომ უფრო უცნაური და ხელშესახები გახდეს, უახლოეს მომავალში “მფრინავ მხატვართან” ერთად არარსებული ანიმე-ფილმის მერჩიც იქნება ხელმისაწვდომი.

მიმდინარე პროექტზე მუშაობა ნიკა მაჩაიძემ 2022 წლის მარტში დაიწყო, თავად ალბომი კი ერთ დღეში დაიწერა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *