HAAi – Baby, We’re Ascending

მიუხედავად იმისა, რომ 2022-ში არაერთი საინტერესო ალბომის მოსმენის საშუალება მოგვეცა, ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოცემული, ლონდონში მოღვაწე ავსტრალიელი დიჯეისა და პროდიუსერის, HAAi-ს “Baby, We’re Ascending” გახდა.

როგორც Phonox-ის ყოფილი რეზიდენტი, Teneil Throssell-ი თავად აცხადებს, სადებიუტო ალბომზე დიდი გავლენა პანდემიურმა პერიოდმა და იძულებითმა ლოქდაუნმა იქონია რა დროსაც მას დიჯეინგიდან და “საცეკვაო” მუსიკიდან, პროდიუსერინგზე და “მოსასმენ” მუსიკაზე მოუწია გადართვა. ამ ერთგვარი ექსპერიმენტის უმთავრეს თანაავტორებად კი, მისი ახლო მეგობრები, Jon Hopkins-ი და ცნობილი ბრიტანული ბენდის, Hot Chip-ის წევრი, Alexis Taylor-ი გვევლინებიან, რომლებმაც თავიანთი განსაკუთრებული ჟღერადობა ალბომში შესულ ორ მთავარ კომპოზიციას “Baby, We’re Ascending”-სა და “Biggest Mood Ever”-ს შეჰმატეს.

“I’M QUITE SERIOUS IN THE STUDIO, BUT I LIKE TO DANCE A LOT!” ვფიქრობ, რომ ალბომზე მუშაობის პერიოდში, 2020 წლის ინტერვიუში წარმოთქმული ეს სიტყვები 

ზუსტად ასახავს მუსიკოსის განწყობასა და საკუთარი საქმისადმი დამოკიდებულას, რომელზეც გავლენიან Mute Records-თან გაფორმებული ხელშეკრულებაც მეტყველებს.

13 თრექისგან შემდგარ LP-ში HAAi(ძვ. გერმანიკულ ენებზე “ზვიგენი”)-სთვის დამახასიათებელ უამრავ ქაოტურ გადახვევასა და თანამედროვე ბრიტანული ელექტრონული სცენისთვის ჩვეულ Electronica-ს, Breakbeat-ს, UK Bass-სა და ცოტაოდენ Techno-ს ელემენტებს მოისმენთ. ზემოთ ხსენებულ მუსიკოსებთან ერთად კი, დამატებით კიდევ ორ კოლაბორაციულ ნამუშევარს წააწყდებით სადაც ამჯერად ინგლისელი მულტი-ინსტრუმენტალისტი Obi Franky-ი და ახალგაზრდა სფოუქენ ვორდ პოეტი Kai-Isaiah Jamal-ი იჩენენ თავს.

მოსმენა

ავტორი: ავთანდილ სიხარულიძე

Rachika Nayar – Haven Comes Crushing

ბრუკლინელი ექსპერიმენტული მუსიკოსი რაჩიკა ნაირი, რიგით მესამე ალბომით
“Haven Comes Crashing” ყოველ კომპოზიციაში მართლაც სამოთხეს ამსხვრევს თანაც
ისე შთამბეჭდავად, რომ ამ ინტენსიური მსხვრევის მოსმენა გაუჩერებლად
გინდება. ჩანაწერის წამყვანი ელემენტი გიტარის ციფრულად დამუშავებული
ჟღერადობაა, რომელიც ელექტრონულ ექსპერიმენტებთან და პერკუსიულ
სემპლებთან ერთად უკიდეგანოდ აღმაფრთოვანებელ და, შეიძლება ითქვას,
განსაკუთრებულად ფემინურ გამოცდილებას ქმნის.


რჩეული კომპოზიციები: Tetramorph, Death & Limerence

მოსმენა

Moor Mother – Jazz Codes

მულტიდისციპლინარული არტისტის კამაე აიევას (Moor Mother) “Jazz Codes”
ძლიერი და დამაფიქრებელი აფროფუტურისტული ჩანაწერია, რომელიც ჯაზის,
ჰიპ ჰოპის, სოულისა და spoken word-ის ელემენტებს აერთიანებს. მთელი ალბომის
განმავლობაში კამაეს მტკიცე და თავდაჯერებული ვოკალით გაჟღერებული
სოციალური თემატიკის ლექსები მსმენელს რასიზმის, უთანასწორობისა და
უსამართლობის თემებს სან-რასებრი ავანთგარდული იმპროვიზაციით აცნობს.
ჩანაწერის ჟღერადობის საერთო ხასიათი უხეში და პირდაპირია, აქცენტი ცოცხალ
ინსტრუმენტებზე და დეტალების ესთეტიკაზეა. მთლიანობაში, “Jazz Codes”
ექსპერიმენტული და სოციალური თემატიკის მუსიკით დაინტერესებული
ადამიანებისთვის აუცილებლად მოსასმენი ჩანაწერია.

რჩეული კომპოზიციები: UMZANSI, DUST TOGETHER

მოსმენა

Daniel Avery – Ultra Truth


დენიელ ევერი ელექტრონული სცენის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურაა,
რომელსაც არაერთი გამორჩეული ალბომი და კოლაბორაცია ჰქონია. მის მე-6
სტუდიურ ალბომში “Ultra Truth”, ადრეული ჩანაწერებისგან განსხვავებით, უფრო
კომპლექსური ხმის დიზაინი და მეტად მრავალფეროვანი ატმოსფერული გარემო

გვხვდება. თავად არტისტი კი აღნიშნავს, რომ წინა ალბომებში იგი მუსიკას
ესკეიპიზმის ინსტრუმენტად იყენებდა, ხოლო Ultra Truth სიბნელისგან გაქცევის
ნაცვლად მას პირდაპირ უსწორებს თვალს. ჩანაწერის მუსიკალური ფორმა
მოიცავს როგორც პულსირებულ ტექნო ბითებს, ასევე ჰარმონიულ ემბიენთ
ტექსტურებს. Marie Davidson, Kelly Lee Owens, HAAi თუ სხვა მუსიკოსებთან
კოლაბორაციული კომპოზიციები ალბომის მოსმენის გამოცდილებას
განსაკუთრებულად მდიდარსა და მრავალფეროვანს ხდის.

რჩეული კომპოზიციები: Chaos Energy, Ultra Truth

მოსმენა

ავტორი: მარიამ ლეჟავა

Valentina Goncharova – Ocean: Symphony for Electric Violin & Other Instruments In 10+ Parts


(ვალენტინა გონჩაროვა – ოკეანე: სიმფონია ელექტრო ვიოლინოსა და სხვა
ინსტრუმენტებისთვის 10+ ნაწილად)

ვალენტინა გონჩაროვას ალბომი Ocean – Symphony for Electric Violin and other instruments in 10+
parts კონცეპტუალური მუსიკალური ნამუშევარია, რომელიც გამოიცა ამოუჭრელი სახით,
როგორც Hidden Harmony Lost Tapes სერიის ნაწილი, კატალოგის ნომრით HHLTS01.
ჩანაწერი რესტავრირებულია ორიგინალი 6.3მმ ანალოგი ფირიდან. ალბომი შედგება
თერთმეტი ნაწილისგან, რომელშიც ავტორი ცვლის ინსტრუმენტს, თითოეული ნაწილის
პროგრამული და მუსიკალური ხასიათის გამოსაკვეთად.
გონჩაროვამ Ocean-ის ჩაწერა 1988 წელს დაიწყო, ხელნაკეთი ინსტრუმენტების,
მოდიფიცირებული ელექტრო ვიოლინოსა და OLIMP 003 ფირის ბორბლის გამოყენებით. “ჩემი ამოცანაა მსმენელს მუსიკაში ღრმად შეღწევის საშუალება მივცე” სწორედ ასეთია მთლიანად იმპროვიზებული ალბომის მოსმენის გამოცდილება.

მოსმენა

Nikolaienko – Nostalgia Por Mesozóica

Nikolaienko-ს ალბომი “Nostalgia Por Mesozóica” გამოიცა ლეიბლზე Muscut. ალბომი არის
“ექსპერიმენტული ეგზოტიკის” კვლევა, რომელიც შედგება სინთეზირებული ტროპიკული
ატრიბუტებისაგან. ალბომი მოგაგონებთ 60-70-იან წლებში გავრცელებულ ჩაწერის ტექნიკასა და შესაბამის ჟღერადობებს.

წყლის, ფრინველების, ხის და ლითონის, ოკულტური და რეალური სამყაროს ჟღერადობების ჩანაწერები მოფენილია ატმოსფერულ სინთებზე, რაც ქმნის ღია ცის ქვეშ მყოფ ხმოვან პეიზაჟებს. ალბომი წარმოშობს მრავალფეროვან, მომხიბვლელ და ორიგინალურ მუსიკალურ ნარატივს, რომლებიც ერთსა და იმავე დროს გიკარგავს რეალობის შეგრძნებას, თუმცა პარალელურად გაბრუნებს ცოცხალ, რეალურ სამყაროში.

მოსმენა

Koloah – Serenity


კიევში მოღვაწე უკრაინელი ელექტრონული მუსიკოსის დიმიტრი ავქსენტიევის, ცნობილი
როგორც Koloah, ალბომი Serenity ებმიენთ და ექსპერიმენტულ ხმოვან პალიტრებს
გვთავაზობს, რომელიც შეგვაგრძობინებს ომის დროს თავდაყირა დამდგარ რეალობას. “მე
შევქმენი ეს ალბომი, რომ დავფიქრდე, იმაზე რაც ჩვენთან ხდება: ცრემლები, ნოსტალგია,
ოცნებები მომავალზე და რწმენა ნათელი ხვალინდელი დღისადმი. ჩვენ გადავრჩებით,
დავბრუნდებით ჩვენს მშობლიურ ქალაქებში და ავაშენებთ ქვეყანას, როდესაც ომი
დასრულდება.” – ვკითხულობთ გამოცემის ყდაზე.


რვა ტრეკისაგან შემდგარი ალბომი ნოსტალგიას, იმედსა და მწუხარებას აჟღერებს, კოლოა
იმედოვნებს, რომ ალბომი „ერთგვარი თერაპია იქნება მათთვის, ვინც პირადად განიცდის ან
უყურებს მთელ კოშმარს, რაც ხდება უკრაინაში“.

მოსმენა

ავტორი: სალომე ოთარაშვილი

Dry Cleaning – Stumpwork

სიურეალისტური ლექსები, მსუყე ტექსტები,გარემოს რეფლექსია, ალბომის საინტერესო  ქავერი, Florence Shaw-ის მელოდიური ხმა და პოსტ-პანკ ბენდისთვის ძალიან საინტერესო და განსხვავებული რიგირ მე-2 სტუდიური ალბომი ანუ ჩემი წლის აღმოჩენა.

Just tune in.

მოსმენა

Skalpel-Origins

Marcin Cichy და Igor Pudło ვროცლაველი პროდიუსერები არიან რომლებიც ხშირად იყენებენ სემპლებს 50-60 წლების პოლონური ჯაზიდან. მათმა საინტერესო ჟღერადობამ წარსულში Ninja Tunes დააინტერესა და ალბომები Skalpel და Konfusion 2004-2005 წლებში სწორედ Ninja Tunes-ზე გამოიცა.

Origins პოლონური დუო Skalpel-ის რიგით მე-5 ალბომია და წინა ალბომებისაგან განსხვავებით უფრო მეტად ელექტრონული ხასიათისაა.

ალბომში შეხვდებით დაუნტემპო, DnB, ტრიპ-ჰოპ, ბრეიქბით ჟღერადობებს.

მოსმენა

Fred Again..- Actual Life 3

Fred John Philip Gibson-ის შესახებ პირველად Boiler Room-ის რილსიდან გავიგე, რომელიც ვირუსულად გავრცელდა.

ფრედმა 18 თვის განმავლობაში 3 ალბომი დაარელიზა. ალბომში შემავალი ტრეკები ძირითადად პირადი მიმოწერის დროს შენახული ან ინსტაგრამ რილსებიდან გასემპლილი ჟღერადობებითაა შექმნილი. 

ფავორიტი კომპოზიცია Delilah

მოსმენა

ავტორი: სალომე ვარდანაშვილი

Spoon – Lucifer on the Sofa 

ბრიტანელი როკ ლეგენდა გვთავაზობს თავისი ბოლო ალბომის დაბ ვერსიას, რომელიც ძალიან საინტერესოდ ჟღერს. ძალიან საინტერესოა როგორ ადაპტირდებიან არტისტები თანამედროვეობასთან. 

მოსმენა

Roc Marciano – The Elephant Man’s Bones 

დაბალ ტონიანი , მაგრამ გრუვი ალბომი, ძველი და ახალი ხმები.

მოსმენა

Daphni – Cherry 

კანადაში დაბადებული , ლონდონში მოღვაწე პროდიუსერი დენ სნეიტის (a.k.a Daphni , Caribou) მესამე ალბომი Cherry არის სიმარტივის და სიახლის მშვენიერი სინთეზი.

მოსმენა

ავტორი: კატიშა დაშნიანი

Klaus Schulze – Deus Arrakis

ლეგენდარული გერმანელი კომპოზიტორი და მუსიკოსი, კლაუს შულცი 2022 წელს გარდაიცვალა, Deus Arrakis სწორედ მისი ორმოცდამეშვიდე და როგორც აღმოჩნდა ბოლო ალბომია. მუსიკოსი სიცოცხლის განმავლობაში დიდი მოყვარული იყო ფრენკ ჰერბერტის ნაწარმოების, Dune. 1979 წელს ამავე სახელწოდების ალბომიც კი გამოუშვა. “Deus Arrakis” სწორედ ამ სიყვარული გაგრძელებაა სადაც მუსიკოსი მისთვის ჩვეულად სინთეზატორთან აქტიური მუშაობით ახერხებს შესაბამისი ატმოსფეროს გამოძერწვას.

მოსმენა

Ron Trent Presents Warm – What Do The Stars Say To You

ჩიკაგოს საცეკვაო მუსიკის სცენის ლეგენდა საკუთარ მუსიკალურ კარიერაში ახალი ალბომით მორიგ განაცხადს აკეთებს. ეს უკვე აღარ არის რიგითი დიჯეის ან მუსიკალური პროდიუსერის ნამუშევარი, სადაც თავმოყრილია მუსიკოსები სრულიად განსხვავებული ბექგრაუნდით, ეს იქნება ბრაზილიელი მაესტროები Azymuth-იდან, ფრანგი მევიოლინე ჯან ლუკ პონტი თუ ემბეინთ მაესტრო გიგი მასინი. What Do The Stars Say To You – ეს ჰარმონიული ცხოვრების დასაწყისია, პირველ რიგში საკუთარ თავთან, შემდეგ კი გარემოსთან.

მოსმენა

ავტორი: ქუჯი ტაბაღუა

Open to the Sea – Tales from an Underground River

Open to the Sea ეს იტალიელი მუსიკოსების, მატეო უგერისა და ენრიკო კონიგლიოს კოლაბორაციული პროექტია. მატეოს შემოქმედებას უკვე დიდი ხანია რაც ვაკვირდები და იგი რამდენიმე ჩემი ფავორიტი ალბომის შემოქმედიცაა. ამ ალბომის იდეა კი 2019 წლიდან გაჩნდა, კომპოზიციების სათაურები ერთიანი კონცეფციისთვის ამ უკანასკნელის 7 და 4 წლის შვილებმა შეარჩიეს, ამავე ალბომში მღერის მისი დედაც, რომელიც ალბომის გამოშვებამდე რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა. საბოლოო ჯამში ალბომი ფილდ რექორდინგების, მშვიდი ემბიენთის, პროგრესივის, ჯაზისა თუ პოსტ როკის ნაზავია, რომელიც ვფიქრობ მსმენელის ყურადღებას აუცილებლად იმსახურებს.

მოსმენა

Ryoji Ikeda – Ultratronics

წლების ინსტალაციებისა და გამოფენების შემდეგ, იაპონელი არტისტი რიოჯი იკედა ალბომის ფორმატს უბრალოდება და თავის მხრივ ლეგენდარული ტრილოგიის ataplex”, “Test Pattern” და “Supercodex” ხმოვან გაგრძელებას გვთავაზობს, თუმცა შედარებით განსხვავებულად. სიხშირეებთან თამაში ეს მისი 30 წლიანი გამოწვევაა, თუმცა აღნიშნულ ალბომში კიდევ უფრო საინტერესო მიმართებებს შეამჩნევთ, მათ შორის 80-იანი წლების EBM ჟღერადობასთან ექსპერიმენტებსა თუ სიმშვიდით დახუნძლულ ემბიენსს.

მოსმენა

Eiko Ishibashi – For McCoy

Eiko Ishibashi ბოლო წლების ერთ-ერთი ფავორიტი კომპოზიტორი და მუსიკოსია, ალბომი “For McCoy” ამერიკული სერიალის, “Low & Order” ის პერსონაჟს, ჯეკ მაკკოის ეძღვნება. მისი ჰარმონიული ჯაზ სტრუქტურა და ხმის ჩაწერის განსხვავებული ტექნიკა მსმენელში მომნუსხველ ეფექტს ახდენს, რაშიც მას მუსიკოსების მცირე რიცხოვანი, თუმცა განსაკუთრებული შემადგენლობა ეხმარება.

მოსმენა

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *