ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტის Kay G, ახალ EP-ს აანონსებს. MC და ბითმეიქერი, რომელიც ფართო საზოგადოებამ PVP ბეთლიდან გაიცნო, რამდენიმე EP-ის და სინგლის ავტორია. მისი ბოლო სიმღერა, „Love Song” ერეკლე დეისაძესთან და ზურა ჯიშკარიანთან ერთად კი შარშან წლის ერთ-ერთი მთავარი ჰიტი გახდა.
“ეს EP არის თან გამფოფი და თან დამაკავშირებელი ჩემი ძველი და ახალი მუსიკის და ჩემი როგორც არტისტის. ახალი თავისთვის ამზადებს ყურს და ვაიბს.
განსხვავებული იყო თვითონ მუშაობის პროცესი. არც ამ პროექტის და არც ალბომის ტრეკებისთვის არცერთი ტექსტი წინასწარ არ დამიწერია. რეალურად ჩაწერის და შექმნის პროცესს პირად თერაპიად უფრო ვიყენებდი.“ – აცხადებს მუსიკოსი.
“BIPOLAROID” EP ყველა ციფრულ პლატფორმაზე 15 თებერვალს გამოჩნდება.