საყვარელი საქმისთვის სრული დროის დათმობა არ ყოფილა ის ერთადერთი გზა, რისი მეშვეობითაც კარგი შედეგები იდება.

14 თებერვალს ახალი მუსიკალური კოლექტივი “შაბათ-კვირა” გამოჩნდა. ამ ადამიანებს მუსიკის საკეთებლად მხოლოდ შაბათ-კვირას სცალიათ, მაგრამ უკვე პირველი სიმღერისა და კლიპის გამოშვება შეძლეს.

იდეის ავტორი ლაშა დ. კოტორია, მუსიკის ფროდაქშენი მებო ნუცუბიძეს და ბეთხოს ეკუთვნით.

ლაშა დ. კოტორი: მუსიკის ჟანრი არ ვიცი რა არის. ზოგადად, მუსიკის ჟანრები კი ვიცი, მაგრამ ამ კონკრეტულის ჟანრი ასე არ მესახება. თუ მაინცდამაინც გვინდა, ეს არის სუფთა “შაბათ-კვირული” ჟანრის წარმომადგენელი: ლაღი, ხალისიანი, არადატვირთული და კონკრეტული სევდით, რომელზეც უნდა ვიხალისოთ, აბა, სხვა რა უნდა ვქნათ?

რამდენად გრძელვადიანად უყურებთ ამ წამოწყებას?

შაბათ-კვირა სულ არის, ამიტომ ერთჯერადი პროექტი არ გამოვა.

მაშინ რა გაქვთ გეგმაში სამომავლოდ?

კონკრეტულ დღეებს გვინდა რომ მუსიკა დავუწეროთ, ვიმღეროთ და სხვებიც ავამღეროთ!

ძალიან გვსურს რომ დედის დღეს დავბრუნდეთ, იმედია, გამოგვივა ეგ ამბავი, გამომდინარე იქიდან, რომ მარტო შაბათ-კვირას გვცალია ამ პროექტისთვის და სახელიც უფრო აქედან მოდის.

როგორი იყო კომპოზიციის შექმნის პროცესი იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც არ ჰქონიათ ასეთი გამოცდილება?

მუსიკალური განათლება არ მაქვს, ზოგადადაც, არც ისე დიდად არ გამომდის ბევრის დამახსოვრება, შესაბამისად, პროცესიც ნაწერივით არეულია!

რეალურად დეკემბერში მომაფიქრდა მუსიკა – უფრო სწორად ამ მუსიკის კონცეფცია, ვეწვიე მებოს და ბეთხოს, მათ მოეწონათ და მთხოვეს, რამე ტექსტი დაწერეო. დაიწერა ტექსტი წამებში, ვოთსაპში და გაიგზავნა მუსიკოსებთან აწ უკვე ვოისად ნამღერი. შემდეგ, ამ მუსიკალურმა გენიოსებმა ეს ტექსტი და ნამღერის მელოდია აქციეს ამ მუსიკად. პრინციპში, თითქოს რიტმი და ტექსტი იგივეა, მაგრამ არა, სრულიად ახლებურია, რადგან ახლა ყურს სიამოვნებს!

საუკეთესო მუსიკალური თარჯიმნები სამყაროში!

უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო ამ კლიპის გადაღების დღე და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო! მარტოს მარტო ყოფნაც არ გამომდის, დანარჩენზე საუბარიც ზედმეტია!

კრედიტები:

იდეის ავტორი/შემოქმედებითი დირექტორი: ლაშა დ. კოტორი

მუსიკის ავტორები: ჰეიმა (მებო & ბეთხო) + კოტორი

ვოკალი: მებო ნუცუბიძე

კლიპის რეჟისორები: ლუკა შველიძე, კოტორი და შაკო ბრეგაძე

მონტაჟი/ფერები: ლუკა შველიძე

ჭამა: კოკა კოტორაშვილი (მწვადი), მზია კოტორაშვილი (ხაჭაპური) და მაია ნატროშვილი (სუფრის დაყრა)

ტიპოგრაფია: ნინველი (ალექსანდრე თურქიაშვილი)

ტანსაცმელი/მაკიაჟი/ქასთი/კაი განწყობა: აჩი ჯანიანი, ალექს მოყვასი, დაჩი იმედაძე, კოტორი, ლუკა შველიძე, შაკო ბრეგაძე, ბარო მარო, ნიკა ტაბატა, სოფო ლომინეიშვილი, გოჩა (ოლა ჩიკიტას), რატექსანდრე, ოთო გაბრაზებული, მაია ნატროშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *