გასული კვირის 8 მარტს, ქალთა დღეს, ჩიკაგოში დაფუძნებულმა კოლექტივმა Femme Decks და ლეიბლმა Banana Pudding ანა ჯაფარიძის, სასცენო სახელით Le Violet, ახალი ალბომი გამოუშვა.

EP 4 კომპოზიციისგან შედგება და იგი ქალებს ეძღვნება.

ალბომში შესული ოთხივე კომპოზიცია საკმაოდ საინტერესო ჟღერადობითაა გაჯერებული ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათით გამოირჩევა.

ალბომის სრულად მოსმენა Bandcamp-ზეა შესაძლებელი.

https://bananapudding.bandcamp.com/album/girl-power?fbclid=IwAR2DYgwODGf1bE5InsiSOLas_6Rb8lOddux5zn1nIn8I6b2-sSyKUiyrm2k

🤍

“ეძღვენება ყველა იმ ქალს, ვისი ნათქვამი სიტყვა -არა – ვერ გაიგონეს, არ დაიჯერეს და მაინც გააკეთეს ეს

ეძღვნება ყველა იმ ქალს – მათი ნათქვამი – არა!-ს მიუხედავად, თავს მაინც დამნაშავედ გრძნობენ, რომ ეს მათ გამო მოხდა, მათ გამოიწვიეს.

ეძღვნება ყველა იმ ქალს ვისი ამოძახილიც – დამეხმარეთ! – მენტალურად დააავადებულმა საზოგადეობამ არ გაიგონა და არ დაიჯერა.

ეძღვნება ყველა იმ ქალს ვინც მიუხედავად უარყოფისა დღეს ფეხზე ყველაზე მყარად დგას და სილურჯის კვალი, მაჯაზე, ყელზე, თვალზე სამუდამოდ ემახსოვრებათ, თუმცა ამას თქვენ ვეღარასდროს გაიგებთ!

ეძღვნება ყველა ფენიქს და ქალღმერთს რომლებმაც- ყველაფერს – თავის თავს აჯობეს და დღეს , მიუხედავად წარსულისა, სიყვარულს და სიძლიერეს ასხივებენ თვალებიდან

ჩვენ გვჯერა, ჩვენ გვესმის, ჩვენ ვართ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის აუცილებელი პირობა!

მოდით გავაკეთოთ ეს! “

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *