ქართველმა პროდიუსერმა, ზაზა თევთიძემ დიდი ხნის შესვენების შედეგ, ახალი სინგლი, “Never Look Back” ლიტვურ მუსიკალურ ლეიბლზე, “Lithuania HQ” გამოაქვეყნა. ტრეკი Slap House-ის სტილშია გადაწყვეტილი და ენერგიული პიანო ლუპი გასდევს თან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებშიც უკვე ცნობილია Zaza-ს სახელი და იგი უცხო ლეიბლებთან დიდი ხანია თანამშრომლობს. მისი ერთ-ერთი ტრეკი “Be Together” ლონდონში ერთ-ერთ უდიდეს ელექტრონულ ლეიბლზე, NoCopyrightSounds-ზე არის გამოსული და 17 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ეს ტრეკი პირველი არის საქართველოდან, რომელსაც 1 მილიონზე მეტი მოსმენა აქვს პლატფორმაზე Spotify და ასევე პირველი ტრეკი საქართველოდან, რომელსაც 120 000 შაზამი აქვს. სიმღერა გამოსულია 2016 წელს.
Lithuania HQ არის ლიტვური მუსიკალური ლეიბლი და მუსიკალური ბლოგი, რომელიც დაფუძნებულია მალტაში, დაარსებულია დაუმანტას ვინკევიჩიუსის მიერ. ეს ლეიბლი აქვეყნებს ემოციურ / Deep Bass და Slap House ჟანრის ტრეკებს , ძირითადად ბას მუსიკას. რამდენიმე წელიწადში ლეიბლმა მოიპოვა 2 მილიონზე მეტი გამომწერი და მილიარდზე მეტი ნახვა. ლეიბლის ყველაზე ცნობილი შემსრულებლები არიან Dynoro, Gaullin, Lucky Luke და HVME.