ქართველი მუსიკოსი და პროდიუსერი, გრიგორ ლაღიძე, მუსიკალური ფსევდონიმით Isodrome, ლეიბლზე CES Records ახალ ალბომს აქვეყნებს. “Transitions” ბოლო 5 წლის მანძილზე შექმნილ 9 ემბიენთ კომპოზიციას აერთიანებს და ადამიანის ცხოვრების პერიოდში განვლილ სხვადასხვა ცვლილებას და მათ მნიშვნელობას ეხება.

„ადამიანი ცხოვრების განმავლობაში უამრავ ტრანზიციას გადის: ცვლილებას ხასიათში, პროფესიაში ან სხვა ასპექტებში, რომლებსაც ჩვენი განსხვავებულ პოზიციაში ან მდგომარეობაში გადასროლა შეუძლიათ. ამ პროცესს დროში მოგზაურობაც შეგვიძლია დავარქვათ, დასაწყისიდან შემდგომ პერიოდამდე. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული, თუმცა ამავდროულად ლამაზი აქტია, რომლის კონტროლის დროსაც საბოლოო რეზულტატის გამოცნობაც კი შეგვიძლია. – აცხადებს მუსიკოსი.

„Transitions” CES Records-ისა და გამოცემა „სამეზობლოს“ ერთობლივი კოლაბორაციის შედეგია. „სამეზობლო“ ლიმიტირებული გამოცემაა, რომელიც ქალაქის ეკოლოგიას, მისი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელ ელემენტებს იკვლევს და დოკუმენტაციას უკეთებს ისეთ საკითხებს, რაც მიჩვეული თვალისთვის ხშირად შეუმჩნეველიც კი რჩება, თუმცა კი ქალაქისთვის დამახასიათებელი სოციო-კულტურული მნიშვნელობა გააჩნია. სამეზობლოს ახალი გამოცემა სწორედ Isodrome-ს ახალ ალბომზე კონცენტრირდება და ჟურნალის 20 ეგზემპლარი მის მუსიკას შეიცავს, რომელიც მკთხველს აუდიო-ვიზუალურ მოგზაურობაში ეპატიჟება.

https://open.spotify.com/album/4Gx6KYGLCtBD2BrCXrRkZ8?si=QTqhCwJfRj-jNX2k3tyR6g

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *