“ჩვენ ქმნილებები ვართ, ამბებზე დამოკიდებულნი. მაშინაც კი, როცა ჩვენს სხეულებს სძინავს, გონება მთელი ღამის განმავლობაში ფხიზლადაა და თვითონვე ჰყვება ამბებს

ცნობისმოყვარე ბრიტანელმა პროდიუსერმა და დიჯეი ლეონ ვაინჰოლმა ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, მის ნივთებში ქექვისას საინტერესო პოლაროიდები აღმოაჩინა. სურათები ბებია-ბაბუის, 1960-იან წლებში, ინგლისიდან ამერიკაში ემიგრაციის ამსახველი კადრები აღმოჩნდა, ბებიის ისტორია კი იმდენად საინტერესო და ემოციური, რომ ლეონმა გადაწყვიტა ეს ისტორია მუსიკალურ ენაზე ეთარგმნა.

როცა ამბავს კარგად გვიყვებიან, ჩვენი ტვინი ისე რეაგირებს, თითქოს ამ ამბის მონაწილეები თავადვე ვიყოთ.

სწორედ ასე შეიქმნა 2018 წელს ვაინჰოლის სადებიუტო ალბომი-Nothing is Still, რომელიც მსმენელს საკმაოდ გასაოცარ ემოციურ მოგზაურობას ჰპირდება.

ქვემოთ კი ჩემი ვაინჰოლისეული მოგზაურობა შეგიძლიათ იხილოთ:

მუსიკის მოსმენისას სულიერი სიმშვიდე მოგიპოვებიათ?
გამოუძევებიხართ ედემიდან?
მზის სხივებთან ერთად ბრიზი მოგფერებიათ სახეზე?
გიფრენიათ თოლია ჯონათანის მხარდამხარ?
აღმოჩენილხართ ინდუსტრიულ ქაოსში?
გიგრძვნიათ ყველაზე ძვირფასი მოგონების სუნი?
არამატერიალური ექსტაზი გაგისინჯავთ?
და ბოლოს, ალბომის მოსმენა, გაოცებულს, სევდა ნარევი ღიმილით დაგისრულებიათ?



Ambient House, Nu Jazz, Experimental, Instrumental-ის ეს დაბალანსებული ნაზავი, 10 ტრეკისგან შედგება, რომლებიც კორტიზოლებისა და ენდორფინების კორიანტელს დაუდებს სათავეს თქვენს ნერვულ სისტემაში. სამსარადან ნირვანაში გაგიყვანთ და ისე , რომ ვერც შეამჩნევთ ისევ უკან დაგაბრუნებთ. კომფორტისა და დისკომფორტის ამ ჭიდილში, ხმაურიანი მეგაპოლისიდან -ედემში გადაინაცვლებთ, იქიდან კლუბში შეირბენთ და ბოლოს შეიძლება დილით მზის ამოსვლას სანაპიროზე შეეგებოთ, თოლიების თანხლებით.

შფოთვისა და სიმშვიდის ეს მშვენიერი ნაზავი, რაღაც ახალსაც გვპირდება და თან მელანქოლიურ-ნოსტალგიური ელფერიც დაკრავს.


მოკლედ რომ ვთქვათ ერთი გემრიელი კოგნიტური დისონანსია.
ალბომის აბსტრაქტულობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი გონება და ემოციური მხარე რასაც გასწვდება ნებისმიერი ადგილი თუ მოგონება მოვინახულოთ.

მაგრამ ალბომს მაინც გასდევს საერთო ნარატივი, რასაც ალბათ ყველა მსმენელის ყური დაიჭერს. ეს არის ისტორია გზაზე.
Someone’s on the Road 🙂

ხოლო თუ ვინ არის გზაზე და საით მიემართება, ეს უკვე თქვენი ფანტაზიისთვის მომინდია.

Tracklist:
From The Sea/It Looms (Chapters I & II)
6:20
Movements (Chapter III)
3:52
Birds On The Tarmac (Footnote III)
1:17
Julia (Footnote IV)
2:26
Drinking It In Again (Chapter IV)
3:46
Trouble – Parts I, II, & III (Chapter V)
5:42
Envelopes (Chapter VI)
5:29
English Oak (Chapter VII)
4:27
Ice Cream (Chapter VIII)
4:50
It Breaks (Chapter IX)
2:18

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *