ელექტრონული მუსიკის ბრიტანული კოლექტივი Metronomy, საკუთარი ალბომის, “The English Riviera”-ს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და განახლებულ გამოცემას აანონსებს.
Mercury Prize-ზე ნომინირებული LP-ს რეპროდუქცია (რომელიც ჯგუფისთვის გარდამტეხი და გლობალურ მასშტაბით წარმატების მომტანი აღმოჩნდა, მასში შესული სიმღერები The Look და The Bay კი, დღემდე ბენდის ყველაზე ცნობად და პოპულარულ ნაშრომებად მოიაზრება) 30 აპრილს, Because Music-ზე გამოვა და ცნობილ კომპოზიციებთან ერთად, ექვს ბონუს თრექს დაირთავს.
აღსანიშნავია, რომ პარალერულად ჯგუფი მეშვიდე სტუდიურ ალბომზეც მუშაობს, რომლის გამოშვება 2022 წელს იგეგმება.