გერმანული მუსიკალური მარკეტი “black.round.twelve” ახალი ლეიბლის დაარსებას აანონსებს. პირველი რელიზის ავტორი კი, ბერლინში მოღვაწე ჩილელი დიჯეი და პროდიუსერი Ricardo Villalobos-ი გახდება.

ლეიბლზე მუსიკალური პროდუქციის ციფრული სახით გამოშვება არ იგეგმება, შესაბამისად რიკარდოს EP სახელწოდებით “Mecker”, მხოლოდ ვინილის სახით (4 ივნისიდან) გაიყიდება.

ფირფიტის ორივე მხარეს, ერთი და იმავე სახელის მქონე თრექის, 2 განსხვავებული ვერსია იქნება დატანილი. გარეკანს კი, ლიეტუველი არტისტის Juli Jah-ს ნამუშევარი დაამშვენებს.

აღსანიშნავია, რომ Mecker-მა პირველად რიკარდოს 2007 წლის მიქსში, “fabric 36”-ში გაიჟღერა, მისი მოსმენა კი Youtube-ის მეშვეობით არის შესაძლებელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *